09:05 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 14:45:22, 656 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა, ზაზა პაპუაშვილმა მოითხოვა, 2011 წლის 26 მაისს დაღუპულთა ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ. პაპუაშვილმა ასევე მოითხოვა, რომ პატივი ყველა იმ პირისთვის მიეგოთ ვინც 9 წლის განმავლობაში გარდაიცვალა, ან რაიმე დაზიანება მიიღო.

„ვინც ხართ 26 მაისის მონაწილენი, ვინც არ ხართ, ყველამ პატივი მივაგოთ იმ დღეს გარდაცვლილ ადამიანებს და არა მარტო იმ დღეს, მთელი ამ ცხრა-ათი წლის განმავლობაში ვინც ცოცხალია, ვინც ჯანმრთელობა დაკარგა, ვინც გარდაცვლილები არიან, მათ მშობლებს ყველას წამოვუდგეთ ერთი წუთით და ვცეთ პატივი. ამ ჩვენი დუმილით პროტესტი გამოვაცხადოთ იმის მიმართ, რაც ჩაიდინეს 2011 წლის 26 მაისს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თხოვნა უმრავლესობის დეპუტატებმა გაიზიარეს, თუმცა წუთიერი დუმილის დროს საპარლამენტო უმცირესობის წევრები ფეხზე არ წამოდგეგნ, რამაც დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა უმრავლესობის წარმომადგენლები გააკრიტიკეს. ამის შემდეგ კი  უმრავლესობის დეპუტატ ოთარ ჩრდილელსა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ტარიელ ლონდარიძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. სიტყვიერ შელაპარაკებაში სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ.

სხდომის წამყვანმა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა ზვიად ზვიადაურს და ომარ ნიშნიანიძეს დარბაზი დაატოვებინა.








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics