2016-05-25 15:22:38, 672 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს
„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. საპარლამენტო უმცირესობამ სპეციალური ბრიფინგი გამართა. „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო რატიანის თქმით, სანამ კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებისა და დამკვეთების გამოვლენა არ მოხდება, იქამდე უმცირესობა ბოიკოტის რეჟიმში იქნება. „ვხედავთ რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას ეკისრება კორცხელის ინციდენტზე, ვხედავთ, რომ ვერ აცნობიერებენ, რომ მთელი საქართველო ხედავს, რომ დამნაშავე არის ხელისუფლებაში, ვხედავთ, რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რომ რეალობა შეცვლილია და ხალხი მას ეუბნება არჩევნებზე არას, და ამ არჩევანის წართმევა უნდათ, ვერ აცნობიერებენ, რომ 4 წლის განმავლობაში ვერაფერი გააკეთეს ხალხისთვის და ახლა უნდათ იძალადონ ხალხის არჩევანზე. სანამ არ იქნება დამნაშავე დადგენილი, სანამ არ იქნება დამკვეთი დადგენილი, ასევე არ იქნება დადგენილი ადამიანები, ვინც იძალადეს იმ დღეს, ჩვენ ვაცხადებთ ბოიკოტს და არ შევდივართ დარბაზში. ეს იქნება ჩვენი ბოიკოტი,“- განაცხადა სერგო რატიანმა. პარტიის კიდევ ერთი წევრი გოკა გაბაშვილი კი აცხადებს, რომ პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებს. „ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიცია გახდა მძევალი ივანიშვილის და, ფაქტობრივად, ძალადობის თანაორგანიზატორი, პასიური დამკვირვებელი ზოგ შემთხვევაში, პრკურატურა არის მონურ მდოგმარეობაში და ივანიშვილის დავალებებს ასრულებს. ასეთივე მდგომარეობაში არიან მინისტრები, მონურ მდგომარეობაში არის პრემიერმინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობა, ჩვენი ამოცანა არ არის ვითამაშოთ ინსტიტუტობანა, როცა ინსტიტუტები ჩამოშლილია,“ - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან |
ომი უკრაინაშიზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 454 420-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|