14:15 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 16:55:58, 504 ნახვა

საზოგადოება
აღსრულების ეროვნული ბიუროს საკონსულტაციო მომსახურების სერვისი გაუმჯობესდა

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მომხმარებლის კმაყოფილების ზრდისა და  კონსულტაციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით არაერთი ცვლილება განახორციელა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, დღის განმავლობაში ბიუროს სატელეფონო კონსულტაციის მსურველი 500-დან 600-მდე მოქალაქეა. დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, შემოსული ზარების ნაწილი უპასუხოდ რჩებოდა, რადგან კონსულტაციას მხოლოდ 3 ოპერატორი გასცემდა.

უპასუხო ზარების თავიდან აცილებისა და სერვისების გაუმჯობესების მიზნით  დაიგეგმა და განისაზღვრა ბიუროს ცხელი ხაზის პროგრამული უზრუნველყოფის რეორგანიზაცია. ამასთანავე, მოხდა კადრების რაოდენობრივი ზრდა. ბიურომ საკონსულტაციო ჯგუფში 12 კონსულტანტი დაამატა. განხორციელდა ახალი თანამშრომლების გადამზადება სამართლებრივ საკითხებში, ეფექტიან სატელეფონო მომსახურებასა და პრაქტიკული ტრენინგ-კურსები სააღსრულებო წარმოებაში.

რეორგანიზაციის ფარგლებში, განხორციელდა ახალი სერვისის დამატებაც: სატელეფონო კონსულტანტები შემოსული ზარების პასუხის გარდა, ახორციელებენ გამავალ ზარებსაც, კერძოდ, სატელეფონო კონსულტანტი უკავშირდება მოქალაქეს (მოვალეს) და ცნობის სახით ატყობინებს, რომ მის მიმართ დაწყებულია წარმოება. აღნიშნულმა ცვლილებამ და მოქალაქეთა დროულმა ინფორმირებამ დავალიანების არსებობის შესახებ, გაზარდა ნებაყოფლობითი გადახდის მაჩვენებელი.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, იზრდება მოქალაქეთა კმაყოფილების მაჩვენებელი, რასაც ადასტურებს კომპანია IPM-ის მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევები. კვლევის თანახმად, იზრდება კმაყოფილების ინდექსი აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების კომპეტენციისა და კლიენტებთან მიდგომის კუთხით. მაქსიმალური 5 ქულიანი შეფასებიდან კმაყოფილების ინდექსი მოვალეებმა 4,1 ქულით, ხოლო კრედიტორებმა 4 ქულით შეაფასეს.

წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია კლიენტებთან მიდგომის კმაყოფილების ინდექსიც, რომელიც მაქსიმალური 5 ქულიანი შეფასებიდან კრედიტორებმა 4.1, ხოლო მოვალეებმა 4,4 ქულით შეაფასეს.

აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობისა და უწყების მიმართ მოქალაქეების განწყობის შესახებ მასშტაბური კვლევა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით კომპანია IPM-მა ჩაატარა. კვლევის შედეგად მოხდა მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსის განსაზღვრა. ასევე, სამიზნე ჯგუფებში გამოიკითხა ბიუროს სერვისების ხელმისაწვდომობის, პროცედურების გამჭვირვალობის, მომხმარებლის მიმართ დამოკიდებულების, უპირატესობებისა და ნაკლოვანებების, პროფესიული უნარების განვითარების მაჩვენებლის შესახებ.

კვლევაში მონაწილეობა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მთელი საქართველოს მასშტაბით  160-მა კრედიტორმა, 221-მა მოვალემ, 122-მა აღმასრულებელმა და 1050-მა ზოგადად მოქალაქემ მიიღო.

(R)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წარმოუდგენელი შესაძლებლობები და საოცარი შესრულება - ახალი Porsche Taycan საქართველოშია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისის ზღვაზე 2 უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
თორნიკე რიჟვაძე გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
მდინარაძე - ყველა ქალს აქვს დედობის უფლება, არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით გახდება ქალი დედა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics