21:19 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 17:05:21, 741 ნახვა

ეკონომიკა
„პაშა ბანკმა“ MEETING ROOM-ის ფარგლებში, პირველ ბიზნეს კონფერენციას უმასპინძლა

სასტუმრო "რადისონში" ბიზნეს კონფერენცია- "სასტუმროების დეველოპმენტი საქართველოში" ჩატარდა.

აღნიშნული კონფერენცია პაშა ბანკის ახალი პროექტის  MEETING ROOM-ის ფარგლებში  შედგა და მისი მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული  ადმინისტრაცია და Colliers International.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  აქტიურად დაუჭირა მხარი აღნიშნულ შეხვედრას, რადგან მზარდი ტურისტული  ნაკადის ფარგლებში, რასაც  ბოლოდროინდელი სტატისტიკა ადასტურებს,  კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ფორუმის დამსწრეებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ საქართველოში ტურიზმის  არსებული დინამიკა, მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნო.

"კონფერენცია ტურზიმის განვითარების საკითხებს ეხება. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა თანამონაწილეს, რამეთუ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ თანამშრომლობა კერძო სექტორსა და მთავრობას შორის ძალიან მნიშვნელოვანია",-განაცხადა  ჩოგოვაძემ.

Colliers International -ის  სათავო ოფისიდან სპეციალურად  მოწვეულმა სპიკერმა მარკ ფინიმ საერთაშორისო სასტუმრო ბრენდ ოპერატორების  უპირატესობებზე ისაუბრა.  Colliers International უძრავი ქონების  სერვისების  გლობალური კომპანიაა, რომლის ძირითად  მიმართულებებს  უძრავი ქონების დეველოპმენტის  სერვისი, უძრავი ქონების კვლევა, კონსალტინგი და შეფასება წარადგინა.

კონფერენციას ესწრებოდნენ სასტუმრო ბიზნესში ჩართული და ამ სექტორით დაინტერესებული კომპანიების  წარმომადგენლები: Hotels and Preference, Rixos, Hilton, Mariott, Dreamland Oasis, Axis, Anagi და სხვა.

"მოხარული ვართ, რომ MEETING ROOM-ის პირველი შეხვედრა წარმატებით შედგა და ჩვენ რეალურად დავინახეთ მისი, როგორც  ახალი საკომუნიკაციო  პლატფორმის, მნიშვნელობა.  ვიმედოვნებთ,  აღნიშნული კონფერენცია  დადებითად აისახება  ქვეყანაში   სასტუმრო  ბიზნესის განვითარებაზე და პაშა ბანკი  მომავალშიც უმასპინძლებს  კონფერენციებს  სხვადასხვა თემატიკაზე",-განაცხადა  პაშა ბანკის  კომერციულმა დირექტორმა  და დირექტორთა საბჭოს წევრმა  გოგა ჯაფარიძემ.

შგახსენებთ, MEETING ROOM-ეს არის პაშა ბანკის ახალი  პროექტი,  სხვადასხვა ინდუსტრიაზე ფოკუსირებული ბიზნეს კონფერენციების ციკლი, რომელიც თავს მოუყრის  კონკრეტული ინდუსტრიებით დაინტერესებულ ადამიანებს და შექმნის  ახალ საკომუნიკაციონ  სივრცეს  გამოცდილების და იდეების გაზიარებისთვის.

 

ფოტო რეპორტაჟი

 

(R)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics