20:44 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 17:21:24, 1031 ნახვა

ეკონომიკა
Stadler Bssnang AG-სა და "საქართველოს რკინიგზას" შორის ორსართულიანი მატარებლების შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა

Stadler Bssnang AG-ის დამფუძნებელმა/გენერალურმა დირექტორმა პიტერ შპულერიმ და საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ ორსართულიანი მატარებლების შესყიდვის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ზაფხულის სეზონისათვის ს/ს ,,საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს განსაკუთრებულ სიურპრიზს უმზადებს. როგორც უკვე ცნობილია, ორსართულიანი ევროპული სტანდარტის Stadler Kiss მოდელის მატარებელი მგზავრებს ივლისიდან მოემსახურება.

შვეიცარული კომპანიის Stadler Bussnang AG-ს  ელექტრომატარებელი შავი ზღვის მიმართულებით განახორციელებს მგზავრთა კომფორტულ გადაყვანას. ოთხი ახალი მატარებელი არის აღჭურვილი ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით, რომლებიც ყველა სტანდარტის მოთხოვნებთან არის შესაბამისობაში.

მატარებლის ტექნიკური მონაცემები  სრულად შეესაბამება საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებს. ამასთან, სრულად აკმაყოფილებს საქართველოს რკინიგზის მოქმედ გაბარიტებს . ლიანდაგის სიგანე, რომელზეც მატარებელია გათვლილი 1520 მმია. ელექტრომატარებლის სიგრძე 101,7 მეტრია, ხოლო სიგანე 3400 მმ, ახალი ელექტრომატარებლის სიმაღლე 5240 მილიმეტრს შეადგენს. მატარებელი 400 მგზავრზეა გათვლილი.

"საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის  მამუკა ბახტაძის   განცხადებით, Stadler Kiss მოდელის მატარებელი - ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის“ განვითარების ახალი ეტაპია, მომსახურების განვითარების სფეროში წინ გადადგმული ნაბიჯია. პერსონალი, რომელიც მგზავრებს ამ მატარებლზე მოემსახურება სპეციალური გადამზადების კურსებს სხვადასხვა ქვეყნებში უკვე გადის.

ახალი მატარებელი საქართველოში 17 ივლისს შემოვა და ტექნიკური რეგლამენტის გავლის შემდეგ, თბილისიდან ბათუმის მიმართულებაზე დადგება. ელექტრომატარებელი თბილისიდან შავი ზღვის მიმართუელბით შეჩერების გარეშე იმოძრავებს და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში -  ბათუმში, ქობულეთსა და ურეკში გაჩერდება.

"გარკვეული ხნის უკან განვაცხადეთ, რომ ჩვენს მოხმარებლებს ვუმზადებდით განსაკუთრებულ სიურპრიზს ზაფხულის სეზონისთვის და შესაბამისად, ჩვენ დღეს ეს დავასრულეთ  კონტრაქტის ხელმოწერით. ხელმოწერილია ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, კომპანია Stadler Bssnang AG "საქართველოს რკინიგზას" მიაწვდის 4 ერთეულ ორსართულიან მატარებელს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს  მთავრობას, რომელმაც საშუალება მოგვცა,  მოკლე ვადაში გაგვეხორციელებინა აღნიშნული  შესყიდვა. განსაკუთრებული მადლობა კოლეგებს  შტაბლერიდან, რომლებმაც გაითვალისწინეს "საქართველოს რკინიგზის" სიტუაცია და გააკეთეს მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათი. აღნიშნული  მატარებლები იმოძრავებენ თბილისი-ბათუმის მიმართულებით, ძირითადად განკუთვნილი იქნება ჩვენი შავი ზღვისპირა კურორტებისთვის- ურეკი, ქობულეთი, ბათუმი. მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი კლასის  და სტანდარტის ტექნოლოგია "საქართველოს რკინიგზას" არ ყოლია ისტორიაში. ეს "საქართველოს რკინიგზის" განვითარებაში ახალი ფურცელია. მატარებლები აღჭურვილია უახლოესი ტექნოლოგიებით. ორი ერთეული ჩამოვა ივნისის შუა რიცხვებში, ტექნიკური რეგლამენტის გავლის შემდეგ, დადგება თბილისი-ბათუმის რეისზე. დაახლოებით, 4-ვე ერთეულის ღირებულება თავისი მარაგ ნაწილებით  40 მილიონ ევროზე ნაკლებია. ბილეთის ფასზე გავლენას არ იქონიებს. იგივე დარჩება. ჩვენ რამდენიმე თვის უკან მივიღეთ წერილი საქართველოს ტურიზმის სააგენტოდან და სხვა უწყებებიდან, რომლებიც არიან ტურიზმში ჩართული  და ჩვენ ვხედავთ, რომ ტურიზმი მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოში. ბუნებრივია, "საქართველოს რკინიგზამ" უნდა აუწყოს ამას ფეხი და ეს არის ამისი გამოვლინება. როგორც გაიზრდება საქართველოში ტურისტული ნაკადები, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ",-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ტექნიკური მოთხოვნების შესამუშავებლად საქართველოს რკინიგზამ Deutsche Bahn-ის ექსპერტების მომსახურებით ისარგებლა. ტექნიკურ პარამეტრებზე გერმანელ სპეციალისტებთან  ერთად ქართული მხარეც მუშაობდა. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  Stadler Kiss მოდელის მატარებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებაზეა გათვლილი. მათთვის მატარებელში არის ლიფტები და სველი წერტილები. გარდა ამისა, საპირფარეშოში  ჩვილბავშვთა მოვლისათვის საჭირო სპეციალური მაგიდაა განთავსებული.

Stadler Kiss მოდელის მატარებელი ევროპის ყველაზე მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. აღნიშნული მოდელის მატარებელი შვეიცარიაში, ბელგიაში, გერმანიაში, ავსტრიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში კურსირებს.

"ჩვენი მატარებელი კურსირებს გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, ლუქსემბურგში, რუსეთში, აზერბაიჯანში და ახლა უკვე საქართველოში იქნება. შემდეგი კონტრაქტი, რომელსაც ჩვენ   გავაფორმებთ, იქნება აშშ-ში. სან ჰოსეს და სან ფრანცისკოს დააკავშირებს ამ ტიპის მატარებლები. ეს შვეიცარული ტექნოლოგიაა, მისი ნაწილები აწყობილია ბელორუსიაში, იქაც გვაქვს  ქარხანა",-აღნიშნა Stadler Bssnang AG-ის დამფუძნებელმა/გენერალურმა დირექტორმა პიტერ შპულერიმ.


ფოტო რეპორტაჟი




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღაზას ჯანდაცვა - გასულ დღეს ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 71 ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც
მილერი - მოვუწოდებთ საქართველოს, არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება მოქალაქეების უმრავლესობის სურვილს
მელია - რუსებს ჰგონიათ, რომ თუ შეგვიყვანენ რამდენიმე ეტაპიან ბრძოლაში, დავიღლებით, დავიბნევით და დავიფანტებით - პირიქით
„ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობა“ პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics