23:53 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 18:09:11, 521 ნახვა

პოლიტიკა
ეკა გიგაური: გოგი თოფაძის განცხადება არც სამართლებრივადაა გამართლებული და არც ადამიანურად

გოგი თოფაძის მიერ გაკეთებული განცხადება არც სამართლებრივად, არც ადამიანურად, და არც მორალურად გამართლებული არ არის, - ასე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თავმჯდომარე ეკა გიგაური ხურჩაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმარვლესობის წევრ გოგი თოფაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მოქალაქეები იყვნენ დაცული.

„ეს განცხადება იყო ძალიან მძიმე, ამ განცხადების გამართლება არც სამართლებრივად, არც ადამიანურად და არც მორალურად არ შეიძლება. ჩვენ დღეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ დაცული, ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს და ყოველდღიურად შეიძლება გახდნენ ოკუპანტების მსხვერპლნი. შესაბამისად, სახელმწიფო აპარატი მთლიანად მოქალაქეების დაცვისკენ უნდა იყოს მიმართული. ასეთი ტიპის განცხადება არც მორალურად, არც ადამიანურად გამართლებული არ არის“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ცნობისთვის, გუშინ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მომხდარ მკვლელობაზე საუბრისას ”მრეწველების” ლიდერმა გოგი თოფაძემ PALITRANEWS-ის გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა.

„მოხდა ფაქტი ძალიან სამწუხაროა, იმ ოჯახს ალბათ პატივი უნდა ვცეთ, რაღაც გავაკეთოთ. ერთი კაცი მოკვდა, კი, ქართველია, ძალიან საწყენია, მაგრამ ამ დონეზე ატანა, აყვანა არ მგონია დღეს საჭირო იყოს“, - განაცხადა თოფაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics