23:06 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 18:40:43, 483 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონის გამგეობასა და ორგანიზაცია „ეკოლოგიკას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოლოგიკა“ საბურთალოს რაიონში, ალექსიძის ქუჩაზე ახალ სკვრს მოაწყობს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირებისთვის ადაპტირებული იქნება - შესაბამის მემორანდუმს საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და ა(ა)იპ „ეკოლოგიკის“ ხელმძღვანელმა დიანა ბერიამ დღეს მოაწერეს ხელი. ღონისძიებას საბურთალოს საზოგადოებრივი საბჭოების წევრები ესწრებოდნენ.

პროექტში, რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ რაიონში ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ უბანში 4 ათასამდე კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე არსებული მწვანე ზონის რეაბილიტაციასა და კეთილმოწყობას ითვალისწინებს, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთვებიან. უკვე მეორედ, არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის  "გარემოს დიზაინის" მოდულის სტუდენტები საკონკურსო პროექტებს წარადგენენ.

საბურთალოს რაიონის გამგეობა და ორგანიზაცია „ეკოლოგიკა“ უკვე რამდენიმე კვირაა აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავების აქციას ატარებენ, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობაც არის ჩართული. მემორანდუმის ხელმოწერამდე ამ აქციების ამსახველი ფოტომასალაც უჩვენეს.

„დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაფორმდა საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ. ჩვენ მივესალმებით სამოქალაქო და კერძო სექტორის ასეთ აქტიურობას და ჩართულობას ჩვენი ქალაქისთვის სასიკეთო საქმეში, რაც დღევანდელი მემორანდუმით გამოიხატება იმაში, რომ წლის ბოლომდე თბილისში კიდევ ერთი ადაპტირებული დასასვენებელი ზონა გვექნება. ინიციატივა ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოლოგიკას“ და ჩვენი თანამშრომლობის შედეგს რამდენიმე თვეში ყველა ერთად ვიხილავთ,“ - განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics