22:56 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 18:47:04, 509 ნახვა

სამხედრო
მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 საერთაშორისო კონფერენციაში. 

მიხეილ ჯანელიძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა გლობალური უსაფრთხოების საკითხებსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე და ამ კონტექსტში, ნატო-ს ვარშავის სამიტისათვის მზადების პროცესზე.
მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ისტორიულ არჩევანს, რაც ქვეყნის მშვიდობიანი და მდგრადი განვითარების საფუძველია.

„ნატოს სამხედრო სიძლიერესთან ერთად, ალიანსის წევრ სახელმწიფოებს თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთო ღირებულებები აერთიანებს. ეს ის ღირებულებებია, რომლებიც ნატოს რიგებში სხვა ევროპულ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოსაც იზიდავს. ალიანსთან ჩვენი ურთიერთობები მყარია და დინამიურად ვითარდება. ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ 2014 წლის უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებულ არსებით ღონისძიებათა პაკეტს. საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ის, რომ ვარშავის სამიტის შედეგი იყოს მკაფიოდ ფორმულირებული და წარმოადგენდეს გაწევრიანების მიმართულებით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯს. ჩვენი აზრით, სამიტის გადაწყვეტილება ორ განზომილებას უნდა ასახავდეს - საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და პრაქტიკული თანამშროლობის გაღრმავებას", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს. მან ხაზი გაუსვა 2008 წელს საქართველოს რეგიონების ოკუპაციისა და 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის შედეგად უსაფრთხოების წინაშე მდგარ გამოწვევებს, რომელმაც მნიშვნელოვნად შეარყია შავი ზღვის რეგიონში არსებული ძალთა ბალანსი.
მინისტრმა ასევე ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე. მან გასაკუთრებით ხაზი გაუსვა შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის უმნიშვნელოვანეს როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. მინისტრის განცხადებით, სწორედ ამ რეგიონზე გადის ის მარშრუტი, რომელიც ყველაზე ეფექტიანი და პერსპექტიულია ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიცირების თვალსაზრისით. 
„შავი ზღვის რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა წარმატებული თანამშრომლობის უამრავ შესაძლებლობას იძლევა. აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგოდერეფანი ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობაა. აბსოლუტურად ცხადია, რომ ენერგოდამოკიდებულება დღეს დემოკრატიულ სახელმწიფოთა ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევაა. შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრმა, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის მოდერნიზება და მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ მიმართული კურსის შეუქცევადობის უზრუნველყოფაა.

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში სამი ძირითადი თემის განხილვა მიმდინარეობს, ესენია -  შავი ზღვის ფართო რეგიონის, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილის უსაფრთხოება, თანამედროვე საერთაშორისო წესრიგი და მისი ზეგავლენა მცირე ქვეყნებზე და ომის არაკონვენციური განზომილება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება
მაკა ბოჭორიშვილი - რატომ არის სრულიად სამყარო საქართველოს კანონის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამჭვირვალობას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics