09:08 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 19:01:05, 639 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შეხვდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში კრისტიან ვიგენინს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებული ე.წ. „მესაზღვრეების" მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე.

საუბარი აგრეთვე შეეხო მიმდინარე წლის 1-5 ივლისის, თბილისში დაგეგმილ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე, საიუბილეო სესიის გამართვას. აღინიშნა, რომ ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მსგავსი მასშტაბის ღონისძიების მასპინძლობას და გამოხატავს მზადყოფნას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აღმოუჩინოს დახმარება საპარლამენტო ასამბლეას, ყოველწლიური სესიის მაღალ დონეზე გამართვის მიზნით.

შეხვედრაზე  ყურადღება ასევე დაეთმო მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, არჩევნები მაქსიმალურად ღიად, დემოკრატიულად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.  მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა არჩევნებზე მონიტორინგის პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ჩართულობის მნიშვნელობას.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics