13:44 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 19:30:40, 899 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავს

ხვალ, 26 მაისს დილიდან რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იუსტიციის სამინისტრო სპეციალური პავილიონით იქნება წარმოდგენილი.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ წარმატებასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს - სამინისტროს პავილიონის სტუმრებს, სურვილის შემთხვევაში, სპეციალური სახალისო ტესტის გავლით, შეეძლებათ, გაიგონ,  ევროპის რომელი  ქვეყანა შეეფერება მათ სამოგზაუროდ. შემდეგ კი ლაივსტრიმის მეშვეობით გაესაუბრონ ამ ქვეყნის დედაქალქის მცხოვრებლებს. საუბრის თემა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა იქნება.

14.00 საათზე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარკში (ყოფილი პიონერთა სასახლის ბაღი) საზეიმოდ გაფორმდება ლევილის მამულის გადმოცემის წინასწარი თანხმობის აქტი. დოკუმენტს ხელს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტთა შთამომავლები მოაწერენ. ხელმოწერები კი ნოტარიალურად დამოწმდება. ისტორიული აქტით - წინასწარი თანხმობის დოკუმენტით განისაზღვრა, რომ ლევილის მამული, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მარადიული სიმბოლოს საქართველოს სახელმწიფოსათვის გადაცემის საბოლოო აქტის ხელმოწერა 2016 წლის 20 სექტემბრამდე გაიმართება.

15:00 საათზე იუსტიციის სამინისტროს პავილიონს თეა წულუკიანი დაათვალიერებს.

16:00 საათზე იუსტიციის მინისტრი საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავზე დაბადებულ ბავშვს მოინახულებს. თეა წულუკიანი მის მშობლებს  შვილის დაბადების მოწმობას და საჩუქრებს გადასცემს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთს თავს დაესხა 50 დრონი, დაზიანდა ელექტრო ქვესადგურები, გაჩნდა ხანძარი ნავთობის საცავში
მედია - სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, თუ სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია - მოვითხოვთ, რომ მთავრობამ ზედმიწევნით დაიცვას გამოხატვის თავისუფლება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics