11:20 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 19:39:03, 557 ნახვა

პოლიტიკა
გიგი გიგიაძე საფრანგეთის, ნიდერლანდების სამეფოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძემ შეხვედრები გამართა საქართველოში საფრანგეთის ელჩთან პასკალ მენიესთან, ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან იოს დაუმასთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან ბეტინა კადენბახთან. შეხვედრების ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციის ურთიერთგაცვლა.

შეხვედრებისას საუბარი შეეხო ევროკავშირის საბჭოში საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ ამჟამად მიმდინარე განხილვებს.

ელჩებმა პოზიტიურად შეაფასეს მ.წ. 24 მაისს ბრუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებული პირველი განხილვა. აღინიშნა, რომ განხილვებში მონაწილე ყველა მხარე ერთმნიშვნელოვნად აღიარებს საქართველოს მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს და მიღწეულ პროგრესს. მუდმივი წარმომადგენლების დონეზე განხილვების დასრულების შემდეგ საკითხი გადაეცემა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭოს, რომლის მორიგი სხდომა დაგეგმილია მ.წ. 10 ივნისს.

ელჩებმა დაადასტურეს საფრანგეთის, ნიდერლანდებისა და გერმანიის მხრიდან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხში საქართველოს სრული მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ მსჯელობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის საქართველოს საკითხზე დაგეგმილი განრიგის მიხედვის მიმდინარეობს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
პროკურატურა - როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დავიწყეთ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics