20:37 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 20:07:05, 577 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარი შენიშვნები გააცნეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, საქართველოს პრეზიდენტს კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ  ძირითად სამართლებრივ პრობლემებს, რომელიც ამ კანონთანაა დაკავშირებული და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანაში ერთერთი მთავარი ინსტიტუტის - საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებას და მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებას ზიანი არ მიადგეს.

„საქართველოს პრეზიდენტის მიდგომა უფრო ფართოა და სახელმწიფოებრივი, ვიდრე მხოლოდ ვეტოს დაძლევა - არდაძლევის, ან გასაჩივრება - არგასაჩივრების საკითხი. პრეზიდენტი ფიქრობს იმაზე, როგორ უნდა გაუმჯობესდეს სისტემა",  - განაცხადა პრეზიდენტის სასახლეში დახურული შეხვედრის შემდეგ ლევან ალაფიშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics