14:16 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 22:32:59, 631 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ყატარის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველო - ყატარს შორის ორმხრივი ურთიერთობების გამყარება და  თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს დღეს გიორგი მარგველაშვილმა და ყატარის თავდაცვის მინისტრმა ხალიდ ბინ მოჰამად ალ ატიამ ორმხრივ შეხვედრაზე.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართული კონტიგენტების მონაწილეობა და როლი, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალები ასრულებს მსოფლიო მშვიდობის დამყარებაში.

მხარეები მიესალმნენ საქართველოში ყატარის საელჩოს გახსნას და ურთიერთობების გაღრმავების პოზიტიურ დინამიკას.

შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ესწრებოდნენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე გახარიაზე - მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია
ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კალაძე - ის, რომ კონკრეტული ადამიანები იბრძვიან, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, საზოგადოების პასუხია მათ რადიკალიზმზე
საფრანგეთმა შესაძლოა გააუქმოს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია ტერაქტების საფრთხის გამო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics