00:14 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 22:39:20, 810 ნახვა

სამართალი
განათლების სამინისტრო: სტუდენტების მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განათლების სამინისტრო ყველა დაინტერესებულ მხარეს შეხვედრას სთავაზობს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის სტუდენტების მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია.

”სტუდენტებთან შეხვედრები სისტემატურად იმართებოდა და სწორედ ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდა შეთანხმება იმ პრინციპულ ცვლილებებზე, რომელიც უნდა აისახოს საკანონმდებლო ინიციატივაში.

შეთანხმება მოიცავდა შემდეგ საკითხებს: საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტთა პირდაპირი წესით არჩევნებს; რექტორისა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესის დარეგულირებას; სტუდენტების თვითმმართველობასთან დაკავშირებით, კანონის გარდამავალ დებულებაში ისეთი ჩანაწერის გაკეთებას, რომელიც საფუძველს გააჩენდა და განსაზღვრავდა გარკვეულ ვადას, რომლის ფარგლებშიც ჩამოყალიბდებოდა სტუდენტური გაერთიანებების ოპტიმალური მოდელი. 

აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფდა სტუდენტების მიერ დღის წესრიგში დაყენებული ისეთი საკითხების მოგვარებას, როგორიც არის სტუდენტების უფლებების დაცვა, ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსებზე თანაბარი ხელმისაწვდომობადა სხვა.

გამომდინარე აზრთა სხვადასხვაობიდან, სტუდენტების ორივე მხარეს ეთხოვა, გარკვეულ საკითხებზე წერილობით წარმოედგინათ პოზიციები, რომლის მიღების ვადა დღეს იწურება. მიღებული ინფორმაციის განხილვის შედეგად დაგეგმილია კანონში ცვლილებების ასახვა. 

ამასთან, სამინისტრომ აიღო ვალდებულება, შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით, შეექმნა რეფორმაზე მომუშავე პლატფორმა, რომლისთვისაც სტუდენტების ორივე მხარეს უნდა წარმოედგინა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების კანდიდატურები. ამ ეტაპზე სამინისტრო სტუდენტების მხრიდან ელოდება კანდიდატების წარმოდგენას.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო, სტუდენტებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს აღნიშნული შეთანხმებები. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ინციდენტის თაობაზე იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის ზომებს, რადგან დაუშვებელია საუნივერსიტეტო სივრცეში მსგავსი ქმედებები.

დამკვიდრებული სამუშაო ფორმატიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის სტუდენტების მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. ყველა დაინტერესებულ მხარეს კვლავ ვთავაზობთ დაუბრუნდნენ სამუშაო რეჟიმს. სამინისტრო მზად არის სამუშაო პროცესის გასაგრძელებლად და 27 მაისს 10:00 საათზე ყველა დაინტერესებულ მხარეს ღია ფორმატის საერთო შეხვედრას სთავაზობს, სადაც შეჯერდება დღემდე მიღწეული შედეგები და მომდევნო ნაბიჯები განისაზღვრება”, - ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics