04:35 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 23:13:53, 506 ნახვა

სპეციალური ანონსი
26 მაისის სპეციალური ანონსი

26 მაისს, 11:00 საათზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია რუსთაველის გამზირზე (თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის კვეთაზე) საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდს დაათვალიერებს.
საკონტაქტო პირი ნანა ჩინჩილაკაშვილი - 599 50 26 19

26 მაისს, 11:20 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად, თბილისში ერთდღიანი ვიზიტით მყოფ სტამბოლის მერს, კადირ ტოფბაშს უმასპინძლებს. 
თბილისის საკრებულო
საკონტაქტო პირი ნინი მთვარაძე - 598 141 151 

26 მაისს, 12:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წვევამდელების ფიცს ჩაიბარებს.

26 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრები, უცხო ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან და მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად, საქართველოს საჯარისო ნაწილების წვევამდელთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას დაესწრებიან.
თბილისი, თავისუფლების მოედანი

26 მაისს, 13:00 საათზე, თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური გახსნა გაიმართება.
მის: წერეთლის გამზ. N118, ექსპო ჯორჯია, მე-11 პავილიონი

26 მაისს, 18:00 საათზე, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში” „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ II ეტაპის საფინანსო შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება, რომელსაც ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე კატერინა მატერნოვა, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დაესწრებიან.
საკონტაქტო პირი ნანა ჩინჩილაკაშვილი - 599 50 26 19 

26 მაისს, 20:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად პარლამენტის წინ გალა-კონცერტს დაესწრება.

იუსტიციის სამინისტროს საზეიმო ღონისძიების განრიგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით:

14.00 საათზე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარკში (ყოფილი პიონერთა სასახლის ბაღი) საზეიმოდ გაფორმდება ლევილის მამულის გადმოცემის წინასწარი თანხმობის აქტი. დოკუმენტს ხელს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტთა შთამომავლები მოაწერენ. ხელმოწერები კი ნოტარიალურად დამოწმდება. ისტორიული აქტით - წინასწარი თანხმობის დოკუმენტით განისაზღვრა, რომ ლევილის მამული, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მარადიული სიმბოლოს საქართველოს სახელმწიფოსათვის გადაცემის საბოლოო აქტის ხელმოწერა 2016 წლის 20 სექტემბრამდე გაიმართება.

15:00 საათზე იუსტიციის სამინისტროს პავილიონს თეა წულუკიანი დაათვალიერებს.

16:00 საათზე იუსტიციის მინისტრი საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავზე დაბადებულ ბავშვს მოინახულებს. თეა წულუკიანი მის მშობლებს შვილის დაბადების მოწმობას და საჩუქრებს გადასცემს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics