15:18 - 04 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 10:10:48, 765 ნახვა

საზოგადოება
საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს აღნიშნავს

საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 11:10 საათზე -  თბილისში, გმირთა მოედანზე, დაღუპული ჯარისკაცების მემორიალს გვირგვინით შეამკობენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი კობა კობალაძე; 12:00 საათზე - თავისუფლების მოედანზე წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართება; 13:00 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პროექტ „დროის ამბავის" ფარგლებში,  ე.წ. დროის კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართება, რომელსაც დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი; 14:00 საათზე - პირველი რესპუბლიკის ბაღში ლევილის მამულის გადმოცემის შესახებ წინასწარი შეთანხმება გაფორმდება; დოკუმენტს ხელს მოაწერენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე და საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრთა შთამომავლები; 20:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ გალა-კონცერტი გაიმართება.

გარდა ამისა, რუსთაველის გამზირზე, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია არაერთი გასართობი ღონისძიება, მათ შორის: 11:00 - 21:00 - ყვავილების ფესტივალი; 13:00 - 13:40 / 16:00 - 16:40 / 19:00 - 19:40 - მოძრაობის თეატრის პერფორმანსი; 12:00 - 12:40 / 15:00 - 15:40 / 18:00 - 18:40 - პანტომიმის თეატრის მსვლელობა /ცოცხალი ქანდაკებები; 12:00 – 17:00 რუსთაველის თეატრი - ისტორიული ექსპონატების გამოფენა; 14:00 - 14:30 - ქუჩის თეატრის პერფორმანსი; 13:00 - 14:00 - ბასტი - ბუბუს კონცერტი; 15:00 -16:00 – „ბზიკები სტუდიოს" კონცერტი; 17:00 - 18:00 - ილურიძის ბენდის კონცერტი.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის აქტივობა დაგეგმილი აქვს ყველა სახელმწიფო უწყებას. სამინისტროები და თბილისის მერია, რუსთაველის გამზირზე, საკუთარი კუთხეებით იქნებიან წარმოდგენილნი.

გაიმართება ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია; ახალგაზრდული მუსიკალური ბენდების კონცერტები; ელექტრონული მუსიკის დღე - Gio Shengelia, COBERT, Sumo, Zurkin; სპორტული ღონისძიებები - ხრიდოლი, შავფაროსნები, გრეხეთბოლი, ჭადრაკი ქუჩაზე, ნარდი, მეკლდეურობა, მკლავჭიდი, ჭიდაობა, მხატვრული ტანვარჯიში, აღმოსავლური ორთაბრძოლები, ქუჩის კალათბურთი; საბავშვო გასართობი ღონისძიებები - თოჯინების თეატრი, მხიარული სტარტები; ისტორიული ექსპონატების გამოფენა; არტ-კაფეები.

 საზეიმო თარიღთან დაკავშირებით, გასართობი ღონისძიებები და გალა-კონცერტები ასევე გაიმართება რეგიონებში:

ახალციხე, რაბათის ციხე (დასაწყისი 20:00 საათზე); მცხეთა,  ცენტრალური (დასაწყისი 20:00 საათზე); თელავი, ერელე II მოედანი (დასაწყისი 20:00 საათზე); ბათუმი, ანბანის კოშკთან (დასაწყისი 20:00 საათზე); ოზურგეთი, ზვიად გამსახურდიას სახელობის მოედანი (დასაწყისი 20:00 საათზე); გორი, ქ. გორის ცენტრალური მოედანი (დასაწყისი 18:00 საათზე); რუსთავი, თავისუფლების მოედანი (დასაწყისი 20:00 საათზე); ფოთი, რუსთაველის რკალი (დასაწყისი 20:00 საათზე); ქუთაისი, დავით აღმაშენებლის სახ. ცენტრალური მოედანი (დასაწყისი 20:00 საათზე); ამბროლაური, ცენტრალური მოედანი (დასაწყისი19:00 საათზე).




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან იოსელიანი ახალგაზრდებზე - იშვიათად მინახავს ასეთი გულრწფელობა აქციაზე, მათზე თავდასხმა აპრიორი მარცხისთვისაა განწირული
ბრაზილიაში წვიმების შედეგად, სულ მცირე, 39 ადამიანი დაიღუპა, 70-მდე კი დაკარგულად ითვლება
მედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
ფავლენიშვილი - როცა გომელაური არაფერს აკეთებს ივანიშვილის ზონდერ ჯგუფების დასასჯელად, ვაპირებთ, ჩვენს პარტნიორებთან დავაყენოთ მისი სანქცირების საკითხი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics