15:53 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 11:35:56, 524 ნახვა

სამხედრო
სუს-ის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს.

ღონისძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი ბონდო ოჩიგავა , ადმინისტრაციის უფროსი ლელა ჩიქოვანი და ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს  სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

სუს-ის ობიექტების დაცვის მთავარ სამმართველოში ახალწვეულები  ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. შესაბამისი წვრთნების შედეგად, ისინი სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ.

 ფიცის დადების შემდეგ ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს გამორჩეულ   ჯარისკაცებს, რომლებმაც უკვე გაიარეს სამხედრო სამსახური, მადლობის სიგელები გადაეცათ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ჩვენ ხალხის სახელით საუბრის მანდატი გვაქვს
SJC - რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
კრამონი - თუ ამ კანონს მიიღებენ, საქართველოს ევროკავშირში შესვლაზე მოლაპარაკებები არ დაიწყება
თბილისში, ერთ-ერთი პიცერია სალმონელოზის დადასტურების გამო დაჯარიმდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics