01:50 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 11:37:38, 587 ნახვა

პოლიტიკა
მღებრიშვილი: პირობას ვდებ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენმა მომავალმა თაობამ ერთიან საქართველოში იცხოვროს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მღებრიშვილმა რუსთაველის გამზირზე შსს-ს კუთხე დაათვალიერა.

მინისტრი პირობას დებს, ყველაფერის გააკეთებს იმისათვის, რათა საქართველოს მომავალმა თაობამ ერთიან და უსაფრთხო ქვეყანაში იცხოვროს.

„დღევანდელ დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს, ყველას ქართველს თუ არაქართველს. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ეს დღე თავს უყრის ერთად ჩვენი ისტორიის ყველა ეტაპს. იზიარებს ორ ემოციას - ტკივილს და სიხარულს. ტკივილს იმ ადამიანების დაკარგვით ვინც თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობას და დაოუკიდებლობის მოპოვების სიხარულს.

პირობას ვიძლევი ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენმა მომავალმა თაობამ ერთიან და უსაფრთხო საქართველოში იცხოვროს. ეს პატარა ქალაქი ჩვენი მომავალი თაობისთვის, ჩვენი ბავშვებისთვის მოვაწყოთ“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics