05:46 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 12:01:41, 612 ნახვა

პოლიტიკა
მღებრიშვილი კორცხელის ინციდენტზე: სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა

სპორტსმენები თავად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და ითანამშრომლეს გამოძიებასთან, აქედან გამომდინარე, მათი დაკავების საფუძველი გამოძიებას აღარ ჰქონდა, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.

„ჩემი თხოვნაა, გავთავისუფლდეთ ყველა ზედმეტი ემოციისგან, დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიებას თავისი პროცედურები აქვს, რომელიც დაცული უნდა იყოს. ჩემი განცხადების შემდეგ სპორტსმენები თავად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და ითანამშრომლეს გამოძიებასთან, აქედან გამომდინარე, მათი დაკავების საფუძველი გამოძიებას აღარ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. დაველოდოთ გამოძიებას და არაფრის გამო აჟიოტაჟს ნუ შევქმნით“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics