20:14 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 13:19:06, 545 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: ჩვენ ერთად მივაღწევთ იმ გამარჯვებებს, რომელსაც თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოება ჰქვია

საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის მთავარსარდალმა გიორგი მარგვლეაშვილმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მთავარსარდალმა იქამდე წვევამდელების ფიცი ჩაიბარა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, ამ დღეს პირველ რიგში ქართულ ჯარს ულოცავს. მანვე ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველებზეც, ასევე ემიგრანტებსა და საქართველოს მოკავშირეებს.

„თანამემამულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს. ეს დღე მე მინდა მივულოცო ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს, მე მინდა ეს დღე მივულოცო მილიონობით საქართველოს მხარდამჭერს მთელს მსოფლიოში და ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ემიგრანტებს, ვინც დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობს. უპირველესად მინდა მივულოცო ჩემს თანამებრძოლებს, საქართველოს ჯარს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე იმ საერთაშორისო მისიებში, რომლებშიც ისინი ემსახურებიან სამშობლოს, მინდა მივულოცო ჩვეს მოკავშირეებს, რომლებიც დღეს აქ თავისუფლების მოედანზე ამაყად დგანან ჩვენთან და იცავენ ჩვენს საერთო იდეალებს, იდეალებს საქართველოს დამოუკიდებლობისა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა ის გმირებიც გაიხსენა, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირა. მან ამ კონტექსტში ახსენა, რამდენიმე დღის წინ სოფლელ ხურჩაში ოკუპანტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიაც. მთავარსარდალმა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას გმირობაც გაიხსენა.

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ გმირებს, ვინც სიცოცხლე გაწირა ამ მშვენიერი დღისათვის, ჩვენ ვიხსენებთ თანამემამულეს, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ შეეწირა ოკუპაციას სოფელ ხურჩაში. დღეს ჩვენ ვფიქრობთ, როგორ იდგებოდნენ ისინი ჩვენთან ერთად და როგორ იზეიმებდნენ დღევანდელ დღეს. დღეს ჩვენ ვიხსენებთ, 25 წლის წინ, როგორ გავერთიანდით ეროვნულ მოძრაობაში და მივაღწიეთ ქვეყნის დამოუკიდებლობას. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ამ ბრძოლის ლიდერს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, რომელმაც ეს დღე რეალობად აქცია.

25 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ სვლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ. თავისუფლებისკენ სვლა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევქმნათ თავისუფალი ადამიანების შექმნილი თავიუსფალი საზოგადოება. თავისუფალი ადამიანი არა მარტო თვითონ არის თავისუფალი, არამედ იცავს და პატივს სცემს სხვათა თავისუფლებასაც. ასეთი საზოგადოება უნდა შევქმნათ. ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც თითოეული ადამიანის თავისუფლება დაცულია. ეს არის ჩვენი ტრადიციები და ეს არის ჩვენი ღირებულებები.

სწორედ ამიტომ, ამ სულისკვეთებით, წლევანდელი წელი ასეთი მნიშვნელოვანი წელი 25 წლის დამოუკიდებლობისა, მე ევროპული სახელმწიფოს წლად გამოვაცხადე, რადგან მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი ინდივიდუალური და კულტურული ევროპელობა, ჩვენ სწორედ სახლემწიფოებრიობაში ამ წელს უნდა გადავიტანოთ. ამ წელს ჩვენს კიდევ მტკიცე ნაბიჯებს გადავდგავთ ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე.

დღეს აქ თქვენთან ვდგავარ და ვზეიმობ ამ მშვენიერ დღეს და ვხედავ იმ გამარჯვებებს, რომლებშიც ჩვენ ერთად ვიქნებით, იმ გამარჯვებებს რომელსაც მივაღწევთ როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და თანამედროვე ერი. ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics