17:47 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 14:09:39, 505 ნახვა

საზოგადოება
სამხრეთ აფრიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა. მან ყურადღება გაამახვილა  დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყანის მიღწევებზე და აღნიშნა, რომ  საქართველოს სურს განამტკიცოს პარტნიორული კავშირები სამხრეთ აფრიკასთან და სხვა აფრიკულ ქვეყნებთან.

სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების სახელით, დამსწრეთ მისალოცი სიტყვით მიმართა და სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების გზავნილი გადასცა სამხრეთ აფრიკის უმაღლესი განათლების სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილემ ფიროზ პატელმა.

საღამოს მსვლელობისას, ნიუ-იორკში მოღვაწე გამოჩენილმა ქართველმა პიანისტმა დავით ალადაშვილმა შეასრულა უცხოელი და ქართველი კლასიკოსების, მათ შორის, ლაღიძის და კვერნაძის ნაწარმოებები.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე დამსწრე მრავალრიცხოვან სტუმრებს შორის იყვნენ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის და სამხრეთ აფრიკის სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წევრები, ბიზნეს ორგანიზაციების და აკადემიური წრეების, ასევე, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და სამხრეთ აფრიკაში მყოფი ქართველები.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics