01:24 - 17 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 15:45:01, 641 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის ნამახვანი-ალპანას მონაკვეთის მშენებლობის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

16 და 17 მაისს წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის ნამახვანი-ალპანას მონაკვეთის მშენებლობისა და ექსპლუატაციის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდა.

შპს „გამა კონსალტინგი“-ს, სს “ნამახვანის” და შპს “კოქს კონსალტის საქართველოს ფილიალი“-ს წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის ტექნიკური პარამეტრები და მშენებლობის პროცესში გარემოზე ზემოქმედების რისკები განიხილეს. საჯარო განხილვაზე შეფასდა ნამახვანი-ალპანას მონაკვეთის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის პროექტის სოციალურ და გარემოზე ზემოქმედების საკითხები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საზოგადოების წარმომადგენელთა შენიშვნები და მოსაზრებები, განხილვის მასალები თანდართულ იქნა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარსადგენ გზშ-ს ანგარიშში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, პუბლიკას და ტაბულას ჟურნალისები სცემეს
თბილისში განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ს რეაქცია
თბილისში საპროტესტო აქციას ევროპარლამენტარები ეხმაურებიან
აპარატი - სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა უზრუნველყოს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics