23:15 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 16:39:28, 532 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო ღონისძიებებს მეუღლესთან ერთად შეუერთდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით,  დავით ნარმანია და თინათინ თინიკაშვილი თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ ორგანიზებულ „ყვავილების გაჩერებას“ ესტუმრნენ, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერეს და წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების ცერემონიას დაესწრნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ყველა ერთად ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილეს. ყველას უხარია, დიდს თუ პატარას. მაქსიმალურად გამოსულია ხალხი იმისათვის, რომ დაათვალიეროს სხვადასხვა სამინისტროების, უწყებების მიერ წარმოდგენილი საპრეზენტაციო მასალა, გაეცნოს სიახლეებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველწლიურად სულ უფრო მასშტაბურად აღინიშნება 26 მაისი, რითიც ეს დღე კიდევ უფრო მეტად საინტერესო ხდება თითოეული ჩვენგანისთვის,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.

წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების შემდეგ, დავით ნარმანია პრემიერ მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად დროის კაფსულის ჩადების საზეიმო ცერემონიალსაც დაესწრო, მოგვიანებით კი კონფლიქტური ზონის მიმდებარედ მცხოვრებ ბავშვებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წელი მიულოცა.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics