03:18 - 17 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 17:40:54, 511 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე სუამ-ის გენერალურ მდივანს ალთაი ეფენდიევს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის გენერალურ მდივანს ალთაი ეფენდიევს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს სუამ-ის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები. ისაუბრეს ორგანიზაციის ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და იმ მიმართულებებზე, სადაც არსებოს ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სუამ-ის ფორმატში როგორც პოლიტიკურ, ისე დარგობრივ თანამშრომლობას. ამ თვალსაზრისით, აღინიშნა სუამ-ის სამდივნოს როლი ორგანიზაციის განვითარებისა და საერთაშორისო არენაზე სუამ-ის წარმოჩინების კუთხით. მიხეილ ჯანელიძემ სუამ-ის გენერალურ მდივანს საქმიანობის განხორცილებაში ქართული მხარის სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

სუამ-ის გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარე მოწვევისთვის და დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს სუამ-ის წევრ სახელმწიფოების თანამშრომლობას ორგანიზაციის ინსტიტუციონალურ დონეზე.

სუამ-ის გენერალური მდივნის ვიზიტი განხორციელდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არასამთავრობოები - ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს
რუსთაველზე სპეცრაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა - ვიდეო
აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, პუბლიკას და ტაბულას ჟურნალისები სცემეს - ვიდეო
თბილისში განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ს რეაქცია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics