10:02 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 19:30:58, 601 ნახვა

საზოგადოება
სამტრედიაში მცხოვრებ დევნლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

„აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ იმერეთის რეგიონში, კერძოდ ქუთაისსა და სამტრედიაში მრავალპროფილიანი უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.

სამედიცინო ჯგუფები დაკომპლექტებული იყო ანალოგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის დიდი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური ექიმებით.

სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ტრავმატოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი  სპეციალისტი, დერმატოლოგი, ლაბორანტი.  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ბენეფიციარებს უფასო მედიკამენტები დაურიგდათ.

აქციის ფარგლებში გაისინჯა 200-მდე ბენეფიციარი და დაფიქსირდა 600 ვიზიტი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი იმერეთსა და აჭარაში ზაზა ჩაჩავა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი  ვალერიანე ფოცხვერია, სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში გიორგი კახიანი.

ღონისძიებას ადგილზე უწევდა მონიტორინგს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებს
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics