15:22 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 19:43:55, 580 ნახვა

საზოგადოება
შიდა ქართლის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვები დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე დასასწრებად დედაქალაქს შიდა ქართლის რეგიონში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები ესტუმრნენ.  
 
ბავშვები საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას და  „დროის კაფსულის" ჩადების ღონისძიებას დაესწრნენ. 

რუსთაველის გამზირზე სეირნობისას მიხეილ ჯანელიძეს და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ბავშვებს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა უწყების მიერ გამართულ ღონისძიებაზე უმასპინძლა.

სამხედრო ტექნიკის გამოფენის ფარგლებში ბავშვებს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი გაესაუბრა.

ბავშვებმა მინისტრთან და ქალაქის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად მოინახულეს ყვავილების ფესტივალი, სადაც გოგონებს საჩუქრად მათთვის დამზადებული ყვავილების გვირგვინები გადაეცათ.

ბავშვებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს საგარეო საქმეთა მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან. მათ საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით სპეციალური საჩუქრები გადაეცათ. 

„დღეს ჩვენ ვზეიმობთ 25 წლისთავს დამოუკიდებლობის აღდგენიდან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან ბევრ ღონისძიებაში გვყავს ჩართული ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ეს ბავშვები არიან იმ სოფლებიდან, რომლებიც გაყო საოკუპაციო ხაზმა, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ ყველა საზოგადოებრივ ღონისძიებაში, მაქსიმალურად დავეხმაროთ მათ და შეიგრძნონ ის, რასაც ქვია საქართველოს დამოუკიდებლობა. მე ვუსურვებ მათ, რომ ეცხოვროთ ერთიან, თავისუფალ, სუვერენულ და დამოუკიდებელ საქართველოში და მათი მხარე იყოს ყველაზე ძლიერი და განვითარებული ერთიანი საქართველოს ფარგლებში" - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
 
მოგეხსენებათ, საგარეო საქმეთა სამინისტრო შიდა ქართლის რეგიონში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები პატარებისთვის სისტემატიურად აწყობს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს და ამჯერადაც მოხარულია, რომ 26 მაისის დღესასწაულის აღნიშვნა მათთან ერთად მოხდა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
III ა მიკრორაიონის N16 კორპუსთან საგზაო სამუშაოები სრულდება
თბილისში საერთაშორისო ეჯაილ სამიტის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება
ნადარეიშვილი - სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ფუნდამენტურია, არსებობდეს დივერსიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტები, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოაქვს
ჯიღაურას ბაზაზე, სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics