04:15 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 19:48:00, 555 ნახვა

პოლიტიკა
გოგოლაშვილი: ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარება ეს უკვე ოკუპაცია აღარაა, ეს ანექსიაა

„ურთიერთობის იმ ფორმაზე მოგვიწევს უარის თქმა, რომელიც რუსეთთან გვაქვს. რა თქმა უნდა ის უფრო ხისტი უნდა გახდეს“, - ასე გამოეხმაურა ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 2017 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება.

როგორც გოგოლაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ეს აგრესიული პოლიტიკის უკიდურესი ფორმაა. მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ხელში არავითარი ეფექტური ბერკეტი არ არსებობს.

„ოკუპირებული ტერიტორიაა, რომელსაც რუსეთი მთლიანად აკონტროლებს. რუსეთისა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია. რუსეთის მოქმედებებზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლებელია. რუსეთი თუ მოინდომებს რა თქმა უნდა ჩაატარებს რეფერენდუმს“, - აღნიშნავს საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალისტი.

გოგოლაშვილის შეფასებით, ქართულმა მხარემ პოლიტიკა უნდა შეცვალოს. მიიჩნევს, რომ უფრო ხისტი უნდა იყოს.

„ურთიერთობის ამ ფორმაზე ალბათ უარის თქმა მოგვიწევს. რა თქმა უნდა ის უფრო ხისტი უნდა გახდეს. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ტერიტორიების ანექსია ხდება. ოკუპაცია ძალიან ცუდია, მაგრამ მეორეა ანექსია. ეს უკვე უკიდურესი ფორმაა.

საერთაშორისო ზეწოლით ამის მიღწევა შეუძლებელია. საერთაშორისო ზეწოლით ვერ გააყვანინეს ჯარი უკრაინიდან. საერთაშორისო ზეწოლით შესაძლებელია ბირთვული ქობინების გამოშვების შეჩერება. ანუ ისეთი საკითხები, რაც საერთაშორისო უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება“, - განუცხადა გოგოლაშვილმა „ექსპრესნიუსს“.

კახა გოგოლაშვილი აქვე იმასაც დასძენს, რომ რუსეთის აგრესია უფრო და უფრო ძლიერდება. ამ ფონზე საქართველოს ნომერ პირველი ამოცანაა, არ მოიტანოს მორიგი იერიში რუსეთმა საქართველოზე და კიდევ არ მოახდინოს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics