11:16 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 19:53:09, 555 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისს, თბილისში, ვარდების მოედანზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებს იმიტირებულ ქალაქში - „ეს ჩემი ქალაქია" უმასპინძლა.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ვარდების მოედანზე მოწყობილ იმიტირებულ ქალაქს პირადად ეწვია, საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და უწყების სხვადასხვა დანაყოფის მიერ შექმნილი გასართობი ცენტრები და გამოფენა დაათვალიერა.

 „დღევანდელ დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს, საქართველოში მაცხოვრებელს, ყველას – ქართველს, არაქართველს, ვისაც გული შესტკივა ჩვენი ქვეყნისთვის. დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ეს არის დღე, რომელიც თავს უყრის ჩვენი ისტორიის ყველა ეტაპს. დღევანდელ დღეს ყოველთვის თან სდევს ორი ემოცია –  ტკივილი და სიხარული. სიხარული – დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ტკივილი – იმ ადამიანების დაკარგვისა, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას.

ჩვენ ყოველთვის გამოწვევების წინაშე ვიდექით, მაგრამ არ შეგვიჩერებია გზა განვითარებისკენ. პირობას გაძლევთ, რომ გავაკეთებ ყველაფერს, რათა ჩვენმა მომავალმა თაობამ იცხოვროს უსაფრთხო და ერთიან საქართველოში. ეს პატარა ქალაქიც სწორედ ჩვენი მომავალი თაობის, ჩვენი ბავშვებისთვის მოვაწყვეთ", - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

იმიტირებულ ქალაქში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენის გარდა, ბავშვებსა და მოზრდილებს უამრავი სიურპრიზი დახვდათ:

შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს, ველოსიპედის მართვის უფლების მოსაპოვებლად, სახალისო თეორიული და პრაქტიკული გამოცდები ჩაუტარეს. მომსახურების სააგენტოს სპორტულმა კლუბმა „MIA Force", შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახესთან – ევროპის ჩემპიონ დათა ქაჯაიასთან ერთად, სპორტული ავტომობილები წარმოადგინეს.
შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, უსაფრთხო ქალაქის „ქუჩა #125"-ში მდებარე დაცულ სახლში, ბავშვებს სხვადასხვა საინტერესო თავსატეხი, შეჯიბრი და კონკურსი შესთავაზა.
„112"-მა „კოსმიური ხომალდი" წარმოადგინა, სადაც მოზარდებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა.
უსაფრთხო ქალაქის ტერიტორიაზე, შსს-ს აკადემიის არქივის ღია კინოთეატრში ნაჩვენები იყო საარქივო მასალებზე დაყრდნობით მომზადებული 20-მდე ისტორიული მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კონკურსშიც და საცოცი კიბის გამოყენებით უმწეო ცხოველი გადაერჩინათ.
იმიტირებული ქალაქის საზღვრებს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეები და სამომსახურეო ძაღლები იცავდნენ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები კი ტერიტორიას აკონტროლებდნენ და სტუმრების უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ.
 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან „თიბისი კონცეპტში“
სუს-ის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს
ოთარ შამუგიამ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში, მოცვის დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა
ლიეტუვის საელჩო - კანონპროექტი EU-ის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება და მის ღირებულებებთან შეუთავსებელია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics