18:38 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 20:02:00, 552 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა თბილისის ცენტრალურ უბანში გამართული საზეიმო ღონისძიებები დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა თბილისის ცენტრალურ უბანში გამართული საზეიმო ღონისძიებები დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე პირადად მიულოცა.

„ყველას მინდა მივულოცო. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ აქ შეკრებილ საზოგადოებას, მაქსიმალურად ყველას ხელი ჩამოვართვა, ყველას წარმატებები ვუსურვოთ და იმედი ჩავუსახოთ, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად წარმატებული იქნება. მიუხედავად იმისა, დღეს ვის რა ტკივილი აქვს, რა პრობლემები აქვს - ასეთი კი ძალიან ბევრია საქართველოში. მთავარია, არ დავიღალოთ ამ ბრძოლით, არ დავიღალოთ ამ შრომით და გვჯეროდეს, რომ წარმატება აუცილებლად მოვა. ეს ბევრჯერ მომხდარა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ამჯერადაც ასე იქნება. ისტორიას თავისი ლოგიკა აქვს და ისტორია ყოველთვის თავისუფლების მოყვარე ერების სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს, ამიტომ, ყველას ვულოცავ და რაც შეიძლება სწრაფად დამდგარიყოს ის დღე ჩვენს ქვეყანაში, როდესაც მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა იქნება ბედნიერი, იქნება წარმატებული, იქნება დასაქმებული და ქვეყანა იქნება უსაფრთხო“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.

დღესვე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა სპეციალური კონცერტი გამართა. ქართველ სამხედრო მუსიკოსებთან ერთად თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი, წელს პირველად, დიდი ბრიტანეთის საპარშუტო-სადესანტო პოლკის, ლატვიის შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის საჰაერო ძალების ორკესტრებმა მიულოცეს.

შეიარაღებული ძალების კვებითი უზრუნველყოფის კომპანია "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" კი, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას საველე სამზარეულოში მომზადებული კერძებით გაუმასპინძლდა.

თავისუფლების მოედანზე გამოფენილი იყო ქართული და ამერიკული სამხედრო ტექნიკა, რომლის დათვალიერების შესაძლებლობა ყველას ჰქონდა.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics