19:49 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 11:42:22, 6170 ნახვა

კულტურა
თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში პრემიერა „მეფე ლირი“ გაიმართება

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართება პრემიერა სპექტაკლისა „მეფე ლირი“, რომლის დადგმაც განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ქართველ მაყურებელს კიდევ ერთხელ მიეცემა საშუალება იხილოს უილიამ შექსპირის შესანიშნავი ნაწარმოები.

ეს გახლავთ  შექსპირის პიესის ახლებური ინტერპრეტაცია, რომელიც რეჟისორმა  ზურაბ გეწაძემ განახორციელა თუმანიშვილის თეატრის სცენაზე, ხოლო  ლირის როლს ასრულებს თეატრისა და კინოს ვარსკვლავი – ზურაბ ყიფშიძე.

უილიამ შექსპირი   „მეფე ლირი “

დამდგმელი რეჟისორი –  ზურაბ გეწაძე , მხატვარი –შოთა გლურჯიძე, მუსიკის ავტორი  – ერეკლე გეწაძე, სასცენო მოძრაობა – კახა ხოშტარია, რეჟისორისასისტენტი–სოფო ორჯონიკიძე, ტექნიკური რეჟისორი – ელენე მონასელიძე

სპექტაკლში მონაწილეობენ : ზურაბ ყიფშიძე, აკაკი ხიდაშელი, ნანუკა ლითანიშვილი,მაია გელოვანი, კატო კალატოზიშვილი, პაატა ინაური, გიორგი ყიფშიძე,იმედა არაბული, თემო ნატროშვილი, ნიკა წერედიანი, ვანო თარხნიშვილი, ვანო დუგლაძე, გუგა კახიანი, ანრი ბიბინეიშვილი, ერეკლე გეწაძე, თორნიკე ქასრაშვილი.

სპექტაკლის მოკლე ანოტაცია: გავიდა ასწლეულები მაგრამ დიდი ინგლისელი დრამატურგის  უილიამ შექსპირის პიესები კვლავაც  იპყრობს მკითხველისა თუ მაყურებლის ყურადღებას . მისი ნამუშევრების უკვდავების საიდუმლო დაყრდნობილია ძლიერ, ადამიანურ გრძნობებსა და ვნებებზე, უდიდეს სიყვარულზე, შურისძიებაზე თუ ძალაუფლების წყურვილზე, სწორედ ამიტომ არ გვტოვებს  შექსპირის გმირები გულგრილს, რადგან  ყველა ეს გრძნობა მარადიულია....

„მეფე ლირი“  – პიესის დასაწყისში  შექსპირი მეფე ლირს წარმოგვიდგენს თავისი სასახლის კედლებში როგორც დიად, ამაყ და დესპოტურ პერსონას, დარწმუნებულს თავის  ავტორიტეტსა და სტაბილურობაში.  მეფე რომელსაც განზრახული აქვს  სახელმწიფო გაუყოს თავის სამ ქალიშვილს, სანაცვლოდ იმისა თუ რაოდენ დიდია მათი სიყვარული მამისადმი.  უფროსი დები – გონერილია და რიგანა არ აკლებენ მამას ხოტბას და სიყვარულს, ხოლო უმცროსი, მეფის უსაყვარლესი ქალიშვილი კორდელია თავს შეიკავებს უცხო საზოგადოების წინაშე. განრისხებული მამა უმცროსს ქალიშვილს სასახლიდან გააგდებს, ხოლო სახელმწიფოს ორ უფროს დას შორის გაყოფს. შემდგომი მოვლენები ისე ვითარდება ,რომ ყველასთვის ზედმეტ ტვირთად ქცეული მეფე რჩება ძალაუფლების გარეშე, ფაქტიურად მშიერი და გასაჭირში მყოფი. საკუთარი ქალიშვილებისგან უარყოფილი... სწორედ მაშინ იწყებს მეფე გააზრებას თუ რამდენად ძვირფასია გულწრფელობა.

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics