15:31 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 12:51:07, 910 ნახვა

ეკონომიკა
სილქნეტის მომხმარებლები 6 თვით ინტერნეტ მომსახურებით უფასოდ ისარგებლებენ

ოპტიკური ქსელის SilkTV ან SilkPhone ან ორივე სერვისის არსებული მომხმარებლები, რომლებიც 24 ივნისის ჩათვლით დაიმატებენ ინტერნეტ მომსახურებასაც, შეძლებენ ინსტალაციიდან 6 თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლონ ინტერნეტით.

აბონენტს შეუძლია შეარჩიოს ოპტიკური ინტერნეტის  4  პაკეტიდან ერთ-ერთი.   მინიმალური პაკეტის  სიჩქარე 10 მბ/წმ-ია; მაქსიმალურის - 50 მბ/წმ.  აქციის დასრულების შემდეგ მომხმარებლებისთვის ამოქმედდება სტანდარტული ტარიფები. თუმცა, სურვილის შემთხვევაში, ცხელი ხაზის ან პორტალის my.silknet.com მეშვეობით  პაკეტის შეცვლაა შესაძლებელი.

აქციაში ჩართვა ცხელი ხაზის 2 100 100 მეშვეობით მიმდინარეობს.

ოპტიკური ქსელით ამ ეტაპზე თბილისის გარდა სარგებლობს: ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, ხაშური, გორი, ზესტაფონი, თელავი,  რუსთავი.

სილქნეტის ოპტიკური ქსელი უსწრაფეს, საიმედო და უწყვეტ ინტერნეტს თავაზობს მომხმარებელს.  მეტი წარმადობისთვის დამატებითი სერვისებია შეთავაზებული, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში უზრდის სიჩქარეს აბონენტს. ასეთია:

"ღამის ექსპრესი"

 ამ დამატებითი მომსახურების გააქტიურებით თქვენი ინტერნეტ სიჩქარე ყოველ ღამე, 00:00 სთ-დან - დილის 08:00 სთ-მდე, 50 მბ/წმ–მდე გაიზრდება.

„ღამის ექსპრესის“ ყოველთვიური ღირებულება 5 ლარია. ტარიფი სააბონენტო გადასახადთან ერთად ერიცხება მომხმარებელს. სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, რომლებიც ოპტიკური ინტერნეტით სარგებლობენ თბილისსა და რეგიონში. 

"ტურბო ღილაკი"

მისი გააქტიურება ინტერნეტის სიჩქარეს 2 საათით 100 მბ/წმ-მდე გაგიზრდით. ამ პერიოდში თქვენ შეძლებთ სწრაფად გააგზავნოთ და მიიღოთ მონაცემები, ისარგებლოთ ისეთი კონტენტით, რომლისთვისაც მაღალი სიჩქარეა საჭირო. ტურბო ღილაკის პირველი აქტივაცია უფასოა, ყოველი მომდევნო აქტივაციის ღირებულება კი 1,5 ლარს შეადგენს.

ამ მომსახურების გააქტიურება ან გაუქმება ცხელ ხაზზე 2100100 კოდური სიტყვის დასახელებით არის შესაძლებელი.  აქტივაცია პორტალზე my.silknet.com მიმდინარეობს: და სილქნეტის სერვის ცენტრებში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ნაკრების გამარჯვება აჩვენებს, რომ სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი
პრემიერი - სტაჟირების პროგრამა წელსვე უნდა ამოქმედდეს და 3 000-ზე მეტი კურსდამთავრებული უნდა იყოს მიღებული
ჯო ბაიდენი - საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, ისრაელი სრულად აღიარონ
პროგრამის „საპილოტე პროგრამა ქალებისათვის“ ფარგლებში, 100 ქალი დაფინანსდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics