17:49 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 12:52:59, 643 ნახვა

პოლიტიკა
დავითაია: რუსეთი ივანიშვილზე ზეწოლას ახდენს - ითამაშოს მისი წესებით, ან ჩვენი ტერიტორიების ანექსიას მოახდენს

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის, პაატა დავითაიას შეფასებით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთთან მიერთების საკითხზე 2017 წელს რეფერენდუმის ჩატარება ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლაა.

როგორც დავითაიამ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ეს არის გზავნილი, რომ ხელისუფლება ან რუსეთის თამაშის წესებით ითამაშებს ან „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რუსეთი საქართველოს ტეროტორიების ანექსიას მოახდენს.

„რუსეთის მხრიდან ბიძინა ივანიშვილზე ხორციელდება ზეწოლა. რეფერენდუმის 2017 წლისთვის გადადება ნიშნავს იმას, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა ლმობიერი არ იქნება, მოხდება ჩვენი ტერიტორიების ანექსია. ბიძინა ივანიშვილსა და მთავრობას ერთმანეთისგან არ გამოვყოფ. ეს ერთი და იგივეა. ამიტომ რუსეთი ცდილობს, რომ ხელისუფლებამ რუსეთის თამაშის წესებით ითამაშოს. თუ ეს არ მოხდება, მაშინ რუსეთი ბიძინა ივანიშვილის მმართვეობის პერიოდში საქართველოს ტერიტორიის ანექსიას მოახდენს. ეს არის რუსეთის გზავნილი და დაუწესეს დედლაინი.

2017 წელი მალე მოვა, იანვარში. დედლაინი დაწესებულია. თუ ივანიშვილმა რუსეთის გამოცდა ვერ ან არ ჩააბარა, მაშინ 2017 წლის შემოდგომაზე ანექსია იქნება. ანექსიის შემდეგ ჩვენი ტერიტორიის დაბრუნების შანსი მიზერული ხდება“, - აცხადებს პაატა დავითაია.

დავითაია აქვე აღნიშნავს, რომ საგრეო უწყება კომენტარს იმიტომ არ აკეთებს ამ დრომდე, რომ დეტალებს ივანიშვილთან ათანხმებს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სტრუქტურაა, რა კომენტარი უნდა გააკეთოს?! როგორც ჩანს განცხადების ტექსტი ჯერ ვერ შეათანხმა ივანიშვილთან“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ პაატა დავითაიამ.

შეგახსენებთ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკვე მოაწერეს ხელი ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა და ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ ანატოლი ბიბილოვმა.

"ვხელმძღვანელობთ რა ოსი ხალხის გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომიდინარე და ვიღწვით რა სტაბილური საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციისთვის სამხრეთ ოსეთში, მხარს ვუჭერთ რეფერენდუმის ჩატარებას რუსეთთან შეერთების საკითხზე",- ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტის მიხედვით, რეფერენდუმი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მერე გაიმართება.

აღნიშნულს უკვე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. ეს მაშინ, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი  მწვავე განცხადებით ეხმაურება.უწყების პრეს-მდივნის მარკ ტონერის თქმით, აშშ-ის პოზიცია უცვლელია და ის სამხრეთ ოსეთს საქართველოს შემადგენლობაში განიხილავს.

"კარგად იცით ჩვენი პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით. მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მასში შედის სამხრეთ ოსეთიც. ჩვენ არ ვაღიარებთ არც ერთ მცდელობას სამხრეთ ოსეთის მხრიდან დამოუკიდებლობის თაობაზე ან სუვერენიტეტის გამოცხადებაზე. ეს არის ისეთი რამ რასაც მხარს ვერასდროს დავუჭერთ", - განაცხადა ტონერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას რუსეთის დუმის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის კომენტარი მოჰყვა.

ალექსეი პუშკოვი Twitter-ზე წერს, რომ შეერთებული შტატების მოსაზრებას ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება
გაზრდილი CashBack-ის ახალი აქცია იწყება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics