11:56 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 13:26:58, 1154 ნახვა

ეკონომიკა
PSP-ს წამახალისებელი გათამაშების ახალი სეზონი დაიწყო

დღეიდან PSP-ს ტრადიციული წამახალისებელი გათამაშება „4 სეზონი - 4 გათამაშება“ გრძელდება. 

PSP-ს ერთგულ მომხმარებელს კვლავ შეუძლია გათამაშებაში ჩართვა, რათა მოიგოს ახალი 2016 წლის GLA კლასის „მერსედესი“, გარემონტებულ ბინა „m²-ში“ ცენტრალური გათბობით, სამზარეულოთი და ტექნიკით, ასევე ყოველთვიური 2000 ლარიან ხელფასი ერთი წლის განმავლობაში. ბილეთები ყოველ 10 ლარიან შენაძენზე გაიცემა. გათამაშება 18 აგვისტოს გაიმართება, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში 18:00 საათიანი კურიერის დასრულების შემდეგ.

 „ჩვენი გათამაშება ყოველთვის დიდი ინტერესით გამოირჩეოდა. ჩვენი მომხმარებელი მუდმივად იღებს დამატებით სარგებელს იქნება ეს მედიკამენტებზე დაბალი ფასი, საჩუქრები, თუ „ჩემი ოჯახის ბარათზე“ დარიცხული ქულები, რომლის გადაცვლაც მომხმარებელს ასეულობით პროდუქტში შეუძლია. PSP -ს ყველა მომხმარებელი გამარჯვებულია, რადგანაც ხარისხიან მედიკამენტებთან ერთად ყოველთვის ყველაზე დაბალ ფასს იღებს ,ამით ფულსაც ზოგავს და დამატებით წამახალისებელ გათამაშებაშიც ერთვება.“, - აცხადებენ პსპ-ში.

გაზაფხულის სეზონის გათამაშება რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გუშინ 26 მაისს გაიმართა. 2000 ლარიანი ხელფასის მფლობელი ხარაგაულის რაიონის მკვიდრი ნათელა სიხარულიძე გახდა, მერსედესი ახალციხელ ნანა ნადირაძეს შეხვდა, ხოლო გარემონტებული ბინის მფლობელი ბოლნისელი სოფია აფრესოვაა.

PSP 22 წლის ისტორიის მქონე კომპანიაა. წამახალისებელ გათამაშება 2008 წელს დაიწყო და უკვე 16-ჯერ ჩატარდა. PSP-ს მომხმარებლებმა უკვე მოიგეს 43 ავტომობილი, 5 ბინა თბილისში, 5 ორიათასლარიანი ხელფასი მთელი წლის განმავლობაში. 125 ოჯახს კი PSP-გან ძვირადღირებული საჩუქრები გადაეცა.

 

(R)

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
გარემოს ეროვნული სააგენტო - ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება
რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიში მიიტანა
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics