10:19 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 14:21:46, 605 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ლევილის მამულზე: ეს იქნება ქართული კულტურის კერა საფრანგეთში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთში ლევილის მამულის საქართველოს სახელმწიფოსთვის გადმოცემის თაობაზე,  დოკუმენტის   ხელმოწერას გამოეხმაურა.

კვირიკაშვილის განმარტებით, ჯერჯერობით  ეს არის განზრახულობათა ოქმი, რომელიც, სავარაუდოდ,  დოკუმენტის სახით დაგვირგვინდება, რომლის მიხედვითაც,  ლევილის მამული საქართველოს გადმოეცემა.

„სიმბოლურია, რომ გუშინ მოეწერა ხელი დოკუმენტს საფრანგეთში ლევილის მამულის საქართველოს სახელმწიფოსთვის გადმოცემის თაობაზე. ეს არის განზრახულობათა ოქმი, რომელიც სავარაუდოდ დაგვირგვინდება შემოდგომისთვის უკვე იმ დოკუმენტის სახით, რომ ეს მამული საქართველოს სახელმწიფოს გადმოეცემა.

მოგეხსენებათ, რომ პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელთა შთამომავლებმა მოაწერეს ხელი და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში სწორედ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ცხოვრობენ საფრანგეთში და რომლებმაც გამოხატეს კეთილი ნება და ასევე მინდა დიასპორის მინისტრს გადავუხადო დიდი მადლობა და იუსტიცის მინისტრს, ამ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, ძალიან დიდი შრომა გაწიეს იმისათვის, რომ ეს შედეგი მიღწეული ყოფილიყო. ნამდვილად სასიხარულოა და გილოცავთ ყველა თქვენთაგანს, ეს იქნება ქართული კულტურის კერა საფრანგეთში და სახელმწიფო იზრუნებს ამ კულტურის კერის განვითრებისათვის. ვფიქრობ, ეს გახდება მართლაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი არა მხოლოდ საფრანგეთის მასშტაბით, არამედ- მსოფლიო მასშტაბით”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებს
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics