09:30 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 15:39:23, 629 ნახვა

საზოგადოება
რობი უილიამსის კონცერტის გამო, „დინამოს“ მიმდებარედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იცვლება

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო  სამსახური ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული  სტადიონის მიმდებარედ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 "ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით დღის განმავლობაში იცვლება სტადიონის მიმდებარედ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

დიდუბიდან ქალაქის ცენტრისკენ მიმავალი ავტობუსები: N15, 20, 27, 33, 84 და 86 წერეთლის გამზირიდან ცაბაძის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის ნაცვლად, მოძრაობას გააგრძელებენ წინამძღვრიშვილის ქუჩით (დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ).

ხოლო, ცენტრალური უბნებიდან დიდუბისკენ მიმავალი მარშრუტები: N 20 და 33 თამარ მეფის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებენ წინამძღვრიშვილის ქუჩით. ამ შემთხვევაში, N15, 27, 84 და 86-ის მარშრუტებს ცვლილება არ შეეხება.ანალოგიური სქემით იმოძრავებენ მიკროავტობუსებიც",-აღნიშნულია განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics