17:28 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 16:07:19, 945 ნახვა

ეკონომიკა
EBRD „საქართველოს ბანკს“ 100 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს

ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, EBRD სს „საქართველოს ბანკს“, ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 100 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტს (დაახლოებით 220 მილიონ ლარს) გამოუყოფს.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, დაფინანსების ხსენებული მექანიზმი მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის $50 მილიონიან დაფინანსებას, ცალკე ამ სეგმენტის $40 მილიონიან დაფინანსებას და  ამავე სეგმენტში მოქმედი ქალი მეწარმეებისთვის $10 მილიონიან დაფინანსებას - ყოველივე ეს ადგილობრივ ვალუტაში - მიმართული იქნება სს „საქართველოს ბანკიდან“ კერძო სექტორზე გადასესხების მიზნით.

„ეს დაფინანსების მექანიზმი უპირველეს ყოვლისა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს დაეხმარება პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების და წარმოების მოდერნიზაციის მიზნით კაპიტალდაბანდების განხორციელებაში, რათა ამგვარად დაკმაყოფილდეს ევროკავშირის სტანდარტები. შედეგად, ხელსაყრელი გარემო შეიქმნება საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ეკონომიკური ზრდისთვის. ევროკავშირი დაინტერესებულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს 15 პროცენტამდე საინვესტიციო მასტიმულირებელ ფაქტორად გამოუყოფს ტექნიკურ დახმარებას. მას საკონსულტაციო მომსახურების სახე ექნება და საერთაშორისო ექსპერტების მიერ  იქნება მოწოდებული ევრობანკის მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. ასევე, დაფინანსების ეს მექანიზმი გაზრდის წვდომას ადგილობრივ ვალუტაში გამოხატულ საკრედიტო რესურსებზე - რაც ძალზედ საჭიროა - და უშუალოდ ქალი-მეწარმის მართვის ან მფლობელობის ქვეშ არსებულ საწარმოებს დაეხმარება ფინანსების, ტექნიკური ცოდნისა და კონსულტაციების მიღებაში“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

როგორც „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, მურთაზ კიკორიამ აღნიშნა, ბანკის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი სწორედ მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებაა.

„ძალიან მახარებს ყველაზე მოცულობითი და ამავდროულად ყველაზე ხანგრძილივი ვადიანობის მქონე საკრედიტო რესურსის მიღება ადგილობრივ ვალუტაში, რაც ოდესმე მიუღია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკს.  სესხის ჯამური ოდენობა თითქმის 220 მილიონი ლარია. ის სს „საქართველოს ბანკს“ მისცემს ლარში გრძელვადიანი სესხების გაცემის საშუალებას, რაც ქვეყანაში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის უმნიშვნელოვანესი დახმარება იქნება. ჩვენი ბანკის ერთერთი ძირითადი პრიორიტეტი სწორედ ეს გახლავთ: გაიზარდოს მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსება, ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ქვეყნის კერძო სექტორის განვითარების კონტექსტში. აქვე, წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობას მოვახსენებ ჩვენი დიდი ხნის პარტნიორს - ევრობანკს“, - განაცხადა მურთაზ კიკორიამ.

ევრობანკის კავკასიის, მოლდოვასა და ბელორუსიის დირექტორის, ბრუნო ბალვანერას მოსაზრებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოში მოქმედ საწარმოებს ძალზედ მნიშვნელოვან სარეალიზაციო ბაზარს უხსნის.

„რეგიონულ ბაზრებზე მეტი კონკურენციისთვის, კომპანიებმა წარმოებისა და ხარისხის უფრო მაღალი სტანდარტები უნდა იქონიონ; კორპორატიული მმართველობა დახვეწონ,  დაგეგმარება და ფინანსური მართვა გაიუმჯობესონ. მადლობას ვუხდით ევროკავშირს - ჩვენს უმსხვილეს დონორს, ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელების პროცესში ჩვენი განუხრელი დახმარებისთვის. ევრობანკს გაცნობიერებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება საქართველოში მოქმედი მეწარმეებისა და საწარმოების დახმარებაზე ინვესტიციების, ტექნიკური ცოდნისა და მთავრობასთან დარგობრივი პოლიტიკის  შესახებ დიალოგის წარმოების გზით, რათა ქვეყნის ეკონომიკამ მაქსიმალუად მოახდინოს ახალი საბაზრო შესაძლებლობების რეალიზაცია“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

ცნობისთვის, 2011 წლიდან ევროკავშირს ევრობანკისადმი 42 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი მცირე ბიზნესის საკონსულტაციო მომსახურებისთვის, რაც ხმარდება ადგილობრივი მეწარმეების ტექნიკური ცოდნის ზრდას და ბიზნესის განვითარებას აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონში.  ორივე პროგრამა „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის ნაწილია და მხარს უჭერს ევროკავშირის პროექტების განხორციელებას მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გასაძლიერებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

 

(R)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა
მდინარაძე „ენჯეოებსა“ და მედიაზე - საქართველოში მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics