02:48 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 16:51:03, 1054 ნახვა

საზოგადოება
ნუკრი ქანთარიას ჰომოფობიური განცხადება: ეს არის გადახრა, ზოგჯერ წამხედურობა, ზოგჯერ სენი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებული ჩანაწერი უნდა დაზუსტდეს.

დეპუტატის განცხადებით, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ქორწინება ქალის და მამაკაცის ერთობაა.

ამასთან, მისივე  თქმით, არსად და არც ერთ სფეროში, ერთი და იმავე სქესის მიმართ ლტოლვას თანაგრძნობა არ ჰქონდა.

„არასდროს ყოფილა „რომეო და რომეო“, „ჯულიეტა და ჯულიეტა“, რატომ არ შეიძლებოდა მაშინ ასეთნაირად ყოფილიყო? „იზოლდა და იზოლდა“, „ტრისტანი და ტრისტანი“. ეს საკითხი მე-20 საუკუნის ბოლომდე და 21-ე საუკუნის დასაწყისამდე არ დამდგარა. შემდეგ, ეს ტენდენციები ხელოვნებაში წამოვიდა და დღეს თუ გადავხედავთ ევროპულ და ამერიკულ, თუნდაც კინემატოგრაფიას თუ მხატვრობას, იქ უკვე თითქმის შეუძლებელია ერთი შტრიხი მაინც არ იყოს ამდაგვარი. ტენდენციები და ინტერპრეტაციები უკვე აქეთკენაა წასული, რომ შეიძლება „რომეო და რომეო“, „ჯულიეტა და ჯულიეტა“. მიუხედავად ამისა, ეს არ იწვევს თანაგრძნობას, იმიტომ რომ ეს არ არის ბუნებრივი, ეს არის გადახრა, ეს არის ზოგჯერ წამხედურობა, ზოგჯერ სენი, ეს არ არის ორგანული“, - განაცხადა ქანთარიამ.

შეგახსენებთ, ამ წუთებში პარლამენტში დეპუტატები ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics