22:08 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 16:52:56, 865 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
მიხეილ გიორგაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, რობი უილიამსის კონცერტზე მისვლა 17:00 საათიდან დაიწყონ

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე რობი უილიამსის კონცერტზე დასწრების მსურველებს მოუწოდებს,  „დინამო არენაზე“ მისვლა 17:00 საათიდან დაიწყონ.

როგორც გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კონცერტზე დასასწრები 38 ათასზე მეტი ბილეთია გაყიდული.

მისივე თქმით, დინამო არენაზე კონცერტის მოსამზადებელი სამუშაოები 17:00 საათიდან დაიწყება, რობი უილიამსის გამოსვლამდე კი,  დიჯეი და ბენდი იქნება.

მინისტრის  ინფორმაციით, გამოყოფილია  ადგილები,  სადაც გამაგრილებელი სასმელები გაიყიდება.

„მინდა, მოვუწოდო ყველას, რომ 17:00 საათიდან დაიწყონ მოსვლა, რადგან 38 ათასზე მეტი ბილეთია გაყიდული, ხალხის დიდი მასაა მოსასვლელი, იმისთვის, რომ რამე დისკონფორტი არ შეიქმნას, არ შეიქმნას ზედმეტად საცობები, მობრძანდით უფრო ადრე, დაგხვდებათ ძალიან სასიამოვნო, უჩვეულო გარემო, იმ თვალსაზრისით, რომ ამ მასშტაბის, ხარისხის სცენა, ტექნიკა, ჯერ ყოფილა დამონტაჟებული არც ერთ ღონისძებაზე საქართველოში. გარდა ამისა, სასიამოვნო მუსიკა იქნება ჩართული“,-განაცხადა  მიხეილ გიორგაძემ.

 კულტურის მინისტრი კონცერტის დაწყების ზუსტ თარიღს არ ასახელებს.

„დაწყების საათი რომ ვთქვა, 38 ათასივე ადამიანი ერთდროულად მოვა. დაახლოებით 19:00 საათიდან დაიწყება კონცერტის დაწყების მოსამზადებელი პერიოდი. კონცერტი პირდაპირ რობი უილიამსის სცენაზე გამოსვლით არ იწყება. მანამდე ბენდი იქნება, იქნება დიჯეიც, რომელიც გაართობს ადამიანებს. შემდეგ გარკვეული პერიოდი დაეთმობა სცენის გადაწყობას. შემდეგ უკვე დაიწყება რობი უილიამსის კონცერტი“, - განმარტა მიხეილ გიორგაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება
მაკა ბოჭორიშვილი - რატომ არის სრულიად სამყარო საქართველოს კანონის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამჭვირვალობას
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics