ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიება მრავალფეროვანი პროგრამით გამოირჩევა. 

" />
14:29 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 17:27:39, 559 ნახვა

რეგიონი
ზაფხულის სეზონის გახნის ღონისძიება მრავალფეროვანი პროგრამით გამოირჩევა

ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიება მრავალფეროვანი პროგრამით გამოირჩევა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის ძველ ბულვარში, საზაფხულო თეატრთან მოსული სტუმრები, გარდა სასიამოვნო მუსიკის მოსმენისა, ბევრ საინტერესო და მხიარულ აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების პროგრამის ფარგლებში დილის 10 საათიდან ღამის 3 საათამდე ზაფხულში დასვენებასთან ასოცირებული 10-მდე მხიარული შეჯიბრება და მასტერკლასია დაგეგმილი ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის. გამარჯვებულებისთვის აჭარაში არსებულმა ტურისტულმა ობიექტებმა სპეციალური პრიზები დააწესეს.

28 მაისის ღონისძიებაზე აქტუალური იქნება ლაშქრობის თემა. მოგზაურობის მოყვარულთათვის ბულვარში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში გაიმართება პრეზენტაცია და მასტერკლასი „10 რამ, რაც დამწყებმა მოლაშქრემ უნდა იცოდეს“ და „როგორ მოვამზადოთ ყველაზე მსუბუქი სამოგზაურო ჩანთა“. ასევე ჩატარდება შეჯიბრება კარვის სწრაფად გაშლაში. ლაშქრობის თემატიკაზე მოწყობილ სპეციალურ სივრცეში სტუმრებს შეეძლებათ ფოტოსესიების მოწყობა, რასაც უფასოდ პროფესიონალი ფოტოგრაფი უზრუნველყოფს.

13:00 საათზე დაიწყება ველომარათონი ტურისტული სააგენტოებისთვის. მონაწილეები სტარტს ძველი ბულვარის ცენტრალური შესასვლელიდან აიღებენ. პირველ ადგილზე გასული ტურისტული სააგენტოსთვის 2017 წლის ტურისტულ გამოფენაზე 9მ2 საგამოფენო სივრცე იქნება უფასო. მას ასევე გადაეცემა რესტორან „გრანდ გრილი“-ს ორკაციანი ვაუჩერი. მეორე ადგილზე გასულს კი ბათუმველოს 1 წლიანი აბონემენტი 2 ადამიანისათვის  და 4 ცალი batumi card-ი ( ბათუმში არსებულ ტურისტული ობიექტების ფასდაკლების ვაუჩერი) გადაეცემათ.

13:30 წუთზე დაიწყება და 23:00 საათამდე გაგრძელდება სელფის ჩემპიონატი. სტუმრებმა

ღონისძიების ფარგლებში უნდა გადაიღონ ორიგინალური სელფი და ატვირთონ თავიანთ  Facebook გვერდზე #SummerSelfie #VisitBatumi ჰაშთაგებით. აუცილებელია პოსტი იყოს საჯარო. ღონისძიების დასრულებამდე საუკეთესო ორიგინალური ფოტოსთვის გამარჯვებულები აჭარის ტურიზმისა დეპარტამენისა და Like-ების მიხედვით გამოვლინდება. ჩემპიონატის დეტალების ნახვა შესაძლებელია ლინკზე http://goo.gl/WL7Pq5

ღონისძიების ფარგლებში, საზაფხულო თეატრთან ასევე დაგეგმილია ანსამბლ „ხორუმი“-ს ფოლკლორული შოუ. აჭარის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის წევრები კი ტურისტებისთვის ქართული ცეკვების მასტერკლასს ჩაატარებენ. საუკეთესოდ მოცეკვავე სტუმარი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება. გარდა ცეკვისა, ტურისტებისთვის დაგეგმილი აჭარული ხაჭაპურის კულინარიული მასტერკლასიც.

გარდა აღნიშნული აქტივობებისა, ასევე დაგეგმილია შეჯიბრებები ლუდის დალევაში, ველოსიპედის ნელა სვლასა და  ბაგირზე ბალანსის დაცვაში.

ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია ახალი ტურისტული მარშრუტების პრეზენტაციაც. ბათუმში არსებული სასწავლებლების ტურიზმის ფაკულტეტების სტუდენტების და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის მოეწყობა ლაშქრობები მაღალმთიანი აჭარის ახალ ტურისტულ მარშრუტებზე: ველო ტური მირვეთში, მაჭახელას თოფის გზა, ღვინის და კულინარიული ტური ვაიოში, სათავგადასვლო ტური შუახევში და ლაშქრობა მტირალაზე. ბულვარის ტურისტულ საინფორმაციო ცეტრთან მოეწყობა ახალი ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია.

ღონისძიება დღის 11 საათზე, ბულვარის ცენტრალურ ფანტანებთან წყლის ფარდის შოუთი გაიხსნება.  წყლის სამმეტრიან ფარდაზე ბათუმის სარეკლამო ვიდეოპროექციები გავა. ღონისძიებას დილიდან საღამოს რვა საათამდე მსახიობი ზაალ წულუკიძე და მარია მჟავანაძე წაიყვანენ. 20:00 საათზე კი საღამოს „შუა ქალაქის“ მსახიობები ბაჩო ქაჯაია და ნოდარ გურგენაშვილი გააგრძელებენ.  დღის განმავლობაში სპეციალური დეკორაციებითა და განათებებით გაფორმებულ ბულვარში ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი ბენდების Nemo, Strawberry Fields, Sound Lab და  მოსიარულე დრამერების კონცერტებს დაესწრონ.

 

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯო ბაიდენი - საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, სრულად აღიარონ ისრაელი
პროგრამის „საპილოტე პროგრამა ქალებისათვის“ ფარგლებში, 100 ქალი დაფინანსდა
კალაძე - ფედერაცია ნაკრების წევრებს უქმნის ყველა პირობას, რომ მინდორზე საუკეთესოდ ითამაშონ - ასეთ დამოკიდებულებას მოაქვს შედეგი
კალაძე გახარიაზე - მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics