09:11 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 17:56:21, 541 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელია ფორუმს - „გაუზიარე გამოცდილება საქართველოს“ დაესწრო

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ  დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ ფორუმში „გაუზიარე გამოცდილება საქართველოს“  მონაწილეობა მიიღო და ფორუმის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგრამები დეტალურად გააცნო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეოების სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებზე და  სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიაზე ისაუბრა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის სამინისტროსმიღწევებზე და  მთავარ გამოწვევებზე.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნადარგის განვითარებისთვის დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერისა და  ფინანსური კონტრიბუციის მნიშვნელობა.

,,საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს  ხელი მოეწერა „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ II ეტაპის (ENPARD Georgia II) საფინანსო შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც საქართველო ევროკავშირისგან სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის 50 მილიონი ევროსოდენობით საბიუჯეტო, საგრანტო და ტექნიკურ დახმარებას მიიღებს“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

ფორუმზე მინისტრმაისაუბრა,,ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებშიაღებული ვალდებულებების შესრულებისშესახებ და ყურადღება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფოტოსანირატიის საკითხებზე გაამახვილა. ოთარ დანელიამ  ყურადღება გაამახვილა ექსპორტის პოტენციალის მქონე პროდუქტებზე და  ფორუმის მონაწილეებს ქართული ღვინის, თხილის და მოცვის ექსპორტის მზარდი დინამიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების და მელიორაციის კუთხით მიმდინარე ღონისძიებებზე ესაუბრა.

„ძლიერი სოფელი არის ძლიერი კონტრიბუტორი სახელმწიფოს ეკონომიკაში. ჩვენ გვაქვს ბევრი გამოწვევები, მაგრამ ჩვენ დარგის განვითარებას ვუდგებით კომპლექსურად  და კონკრეტული  პოზიტიური შედეგებიც უკვეგვაქვს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგი რეგიონში ყველაზე სწაფად მზარდია“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics