15:41 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 19:18:12, 1187 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: 2011 წელს გაფორმებული მემორანდუმი ლევილის მამულის გადმოცემას არ ეხებოდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის პაპუნა დავითაიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ ლევილის მამული  საქართველოს სახელწმიფოსთვის რეალურად   მათი ხელისუფლების პირობებში იყო გადმოცემული.

წულუკიანის თქმით, 2011 წელს  გაფორმებული მემორანდუმი იყო  ხელმოწერილი  მხოლოდ ერთი ფრანგული ოჯახის ერთი წარმომადგენელის  მიერ და არ ეხებოდა ლევილის მამულის გადმოცემას, არამედ   დეკლარაციული ხასიათის იყო. მისივე განმარტებით, დანარჩენმა ოჯახებმა წინა ხელისულფების პირობებში ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემას  ხელი არ მოაწერეს, რადგან პროექტი „ლევილის მაულის მომავალი“ არ მოეწონათ.

მინისტრის განმარტებით, მთავრობამ ფრანგულ ოჯახებს მათ ხედვაზე მორგებული სრულიად ახალი პროექტი შესთავაზა.

„ბატონ პაპუნა დავითაიას მინდა მივულოცო, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ჩვენი მათავრობის ეს ძალიან დიდი წარმატება, რომელი წარმატებაც  გუშინ იქნა მიღწეული ოჯახებთან ერთად, 2011 წელს  გაფორმებული მემორანდუმი იყო  ხელმოწერილი  მხოლოდ ერთი ოჯახის ერთი წარმომადგენელის  მიერ და არ ეხებოდა გადმოცემას იყო დეკლარაციული ხასიათის.  ხოლო ოჯახებმა მაშინ გადმოცემას არ და ვერ მოაწერს ხელი, წინა ხელისუფლების პირობებში იმიტომ, რომ მათ არ მოიწონეს  პროექტი, რომელსაც ჰქვია ლევილის მამულის მომავალი.

 ჩვენ სწორედ ახალი პროექტი, ახალი ხედვა, მათ ხედვებზე მორგებული ხედვა შევთავაზეთ ოჯახებს  მძიმე კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც ბატონი გელა დუმბაძის ხელმძღვანელობით, მე და ბატონი  გოჩა ჯავახიშვილის ჩართულობით ვაწარმოეთ   ფრანგულ ოჯახებთან, ჩვენ გუშინ მივაღწეით ყველა  ოჯახის ხელმოწერას თბილისში იმ ძალიან დიდი ზეიმის პირობებში, რაც გუშინ ქართველ ერს გვქონდა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კასპში "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ
კობახიძე - ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics