17:56 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 19:21:36, 587 ნახვა

საზოგადოება
ძალადობა და ძალადობის მუქარა საარჩევნო და წინასაარჩევნო პროცესებისას სისხლისსამართლებრივი წესით დაისჯება

ძალადობა და ძალადობის მუქარა საარჩევნო უბანზე, წინასაარჩევნო აგიტაციის ან კამპანიის ღონისძიების დროს ან ადგილას, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ხდება. შესაბამისი ცვლილებები მთავრობამ 27 მაისის სხდომაზე დაამტკიცა. საკანონმდებლო პაკეტი იუსტიციის მინისტრმა წარადგინა.
ცვლილებების მომზადების დავალება იუსტიციის მინისტრმა პრემიერ-მინისტრისაგან 23 მაისს მიიღო, დღეს კი საკანონმდებლო პაკეტი უკვე წარედგინა მთავრობის სხდომას. კანონპროექტის მიღების მიზანი წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების მიმდინარეობისას ძალადობის პრევენციაა.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩვენ შევიმუშავეთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები და მთავარი სიახლე არის კოდექსში შესატანი მუხლის პროექტი, რომელიც სრულიად ახალი  მუხლია  და სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადს  გახდის შემდეგ ქმედებებს:  საარჩევნო უბანზე  ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე,  აგიტაციის ადგილას ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე; კამპანიის ადგილას,  კამპანიის ღონისძიების ადგილას ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე  ცემას ან სხვა სახის ძალადობას, ან ამგვარის მუქარას, თუკი ასეთ ქმედებას არ მოჰყვა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი, მაშინ ამგვარ ქმედებაზე ჩვენ ვთავაზობთ პარლამენტს, რომ იყოს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით; თუ ამგვარს მოჰყვა ჯანმრთელობის დაზიანება − თავისუფლების აღკვეთა  3 წლის ვადით;  ხოლო თუ საქმე გვაქვს ჯგუფურ დანაშაულთან − თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.  

ასევე, მკაცრდება ცემის  მუხლი − 125-ე მუხლი, რომელიც, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ არის საკმაოდ სუსტი და არ აძლევს არც შინაგან საქმეთა სამინისტროს, არც პროკურატურას და, საბოლოო ჯამში, არც მოსამართლეს, რომ ამგვარი ქმედებისადმი უფრო მკაცრი მიდგომა გამოიჩინოს. მთლიანობაში, მთავრობის სხდომაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა. ერთსულოვანი იყო ყველა იმასთან დაკავშირებით, რომ  პრემიერ-მინისტრის პოლიტიკა −  რომ ამგვარი ქმედებები მკაცრად დაისაჯოს, აღიკვეთოს და საქართველოს, როგორც ქვეყნის სახე, არ იყოს  წიხლები, ჩხუბი ერთმანეთთან ფიზიკური დაპირისპირება და  ანგარიშსწორება,  ჩვენ ეს კულტურა როგორმე უნდა დავასრულოთ ერთად. ამიტომაც ჩვენ  ვითხოვთ, როგორც მთავრობა, ინიციატორი ამ ცვლილებების, რომ პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილოს ეს ცვლილებები, რადგან ჩვენ მომავალ არჩევნებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და გვაქვს ყველანაირი მობილიზება იმისთვის რომ ის სამაგალითოდ მშვიდ პირობებში ჩატარდეს“. - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. 
 
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სისხლისსამართლებრივი წესით ისჯება ისეთი ქმედებები, რომლებიც განზრახ უშლის ხელს ამომრჩევლის თავისუფალი  ნების გამოვლენას; შემოთავაზებული ცვლილებებით კი დასჯადი ხდება ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მოძალადის მიზანი ამომრჩევლის ნების გამოხატვისათვის ხელის შეშლა. 

მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილებებით, სახელმწიფო კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ ნებას − ყველა საჭირო ზომა მიიღოს იმისათვის, რომ მოქალაქეებმა შეძლონ თავიანთი საარჩევნო უფლებების მშვიდ და ცივილიზებულ გარემოში რეალიზაცია.  

იუსტიციის სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია ევროპის ქვეყნების სამართალთან. ესტონეთის, ფინეთის და ზოგიერთი სხვა ქვეყნის სამართალში არსებობს სპეციალური რეგულაციები, რომლებიც ითვალიწინებს სასჯელს არჩევნებისა და წინასაარჩევნო პროცესის ხელისშემშლელი ძალადობრივი დანაშაულისათვის.  




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი 28 აპრილს რუსთაველზეა
ოსტინი - აშშ უკრაინას კიდევ 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს
ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე - როდესაც შენ ევროკავშირს უყურებ ისე, თითქოს მას შეუძლია რაღაც ინსტრუმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება როგორც ამას რუსეთი აკეთებს
ბოჭორიშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევის რეალური მიზანია მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics