00:31 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-28 11:01:26, 522 ნახვა

რეგიონი
შიდა ქართლის სოფლებში მოსახლეობას აგროდაზღვევის პროგრამა გააცნეს

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერი ლევან მაღრაძე, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ამირან შავშიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან მაღრაძემ მრავალწლოვანი ხეხილის დაზღვეული ბაღები დაათვალიერა და ფერმერებთან აგროდაზღვევის პროგრამის მიმდინარეობის დეტალები განიხილა. გორის რაიონის სოფლებში ზერტში, ხელთუბანსა და კარალეთში მცხოვრებ ფერმერებს პროგრამის მენეჯერმა სრული ინფორმაცია მიაწოდა პროგრამით გათვალისწინებული სარგებლის შესახებ.

ლევან მაღრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ფერმერი, რომელიც აგროდაზღვევის პროგრამის ბენეფიციარი უნდა გახდეს, ხელშეკრულების გაფორმებამდე დეტალურად გაეცნოს იმ პირობებს, რომელსაც პროგრამა ითვალისწინებს.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შესაბამისი სამსახური აგროდაზღვევის პროექტის მიმდინარეობის პროცესში გარკვეული სახის პრობლემის გაჩენის შემთხვევაში ოპერატიულად ჩაერთვება.

ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 1,029 პოლისი გაიცა. სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 850,200 ლარი შეადგინა.

„2016 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად პროექტის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5ჰა-მდე მიწის ნაკვეთი, თითოეული დამზღვევი 60% ნაცვლად მიიღებს 70% - იან თანადაფინანსებას  პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 40-ის ნაცვლად 50%-ს.

მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში ან უკვე არსებული საკადასტრო კოდით დაზღვევისას თანადაფინანსება არსებულზე 10%-ით მეტი იქნება.

აგროდაზღვევის პროგრამის მიზანია აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება და სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო. 2014- 2015 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში: გაცემულია 28,690 პოლისი; დაზღვეული ფართობი შეადგენს 23,667 ჰა; ჯამში დაიზღვა 193,343,000 ლარის მოსავალი; ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ მოახდინა 13,809,000 ლარის სუბსიდირება; 2 წლის განმავლობაში ფერმერებმა 13,770,000 ლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურება მიიღეს.

აგროდაზღვევის პროექტის ბიუჯეტი ისევე როგორც შარშან  წელსაც  10 მილიონ ლარს შეადგენს.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება“, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics