07:40 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-28 13:58:23, 550 ნახვა

სამხედრო
გიორგი მარგველაშვილმა იუნკერებს თავდაცვის აკადემიის 23 წლის იუბილე მიულოცა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიას  23 წლის იუბილე დღეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  მიულოცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მარგველაშვილმა აკადემიის კურსანტებს და პედაგოგებს მიმართა და განაცხადა, რომ დღეს ქართველი ჯარისკაცები გამორჩეული ადამიანები არიან, რომლებზეც  სწორება აქვს საზოგადოების სხვა ნაწილს.

„ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელები - იუნკერები არიან. ეს არის ის დიდი წარსული, რომელსაც ჩვენ ერთად დღესაც ვაცოცხლებთ და მომავლისკენ მივმართავთ. თქვენ უმნიშვნელოვანესი მისია გენიჭებათ - უნდა დაიცვათ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობა, თქვენ უნდა დაიცვათ ქვეყნის განვითარება, თქვენ უნდა უზრუნველყოთ ურთულეს ვითარებაში ჩვენი ქვეყნის დაცულობა. მე არაერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ, რომ როგორც მხედართმთავრების, ასევე ჯარისკაცის ყველაზე დიდი გამარჯვება არის, როდესაც ომი მოგებულია ბრძოლის გარეშე. ეს ის მიზანია, რომელიც გვაერთიანებს პოლიტიკოსებსაც და სამხედრო მოსამსახურეებსაც. თქვენ მოდიხართ ძალიან დიდი სამხედრო და ისტორიული წარსულიდან და დარწმუნებული ვარ შექმნით ასეთივე მომავალს, რომელსაც ჩვენ გადავცემთ ჩვენს შთამომავლობას. საქართველოში ძალიან ბევრი გამორჩეული ადამიანია, მათგან ძალიან ბევრი გამორჩეული ადამიანი მსახურობს შეიარაღებულ ძალებში. განსაკუთრებული და ნიჭიერი ერი და სახელმწიფო ვართ. მაგრამ დღეს უკვე ნათლად ჩანს, რომ ქართული საზოგადოების ის გამორჩეული ფენა, რომელზეც გააკეთებს სწორებას  საზოგადოების სხვა ნაწილი - ეს არის შეიარაღებული ძალები, ეს არის ადამიანი ფორმაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, რომ ქვეყანაში იყოს ნაწილი საზოგადოების, რომელზეც დანარჩენები სწორებას გააკეთებენ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ნელ-ნელა საზოგადოების ასეთ ფენად ყალიბდებიან ქართველი ჯარისკაცები და ქართული შეიარაღებული ძალები.

„ეს იმ გმირების დამსახურებაა, რომელთაც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მისიებში, საკუთარი სისხლით, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად შექმნეს ისეთი იმიჯი ჩვენს საზოგადოებაში, რომ ფორმაში ჩაცმული ადამიანი პატივისცემის ღირსია. ბუნებრივია, მათი სიცოცხლე, მათი ღვაწლი, მათი გმირობა თქვენს მხრებზე გადმოდის და ეს ვალდებულება, რომ  ემსახუროთ მათ სახელს, მათ ხსოვნას და ეს მაღლა აწეული დროშა არ დაუშვათ,   თითოეულ იმ ადამიანზე გადმოდის ვისაც სამხრეები უკეთია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისათვის თავდაცვის აკადემიის პირადი შემადგენლობა დააჯილდოვეს.

ცნობისთვის, დღეს თავდაცვის აკადემია საქართველოში არსებული ერთადერთი უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელშიც საბაკალავრო, სამაგისტრო და ოფიცერთა საკარიერო სკოლები ფუნქციონირებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics