03:50 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-28 15:56:37, 665 ნახვა

საზოგადოება
„ვისოლ ჯგუფმა“ ვაკის „ვენდიში“ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს უმასპინძლა

„ვისოლ ჯგუფმა“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული „ვენდიში“, მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისთვის ინფო ტურით დაიწყო.

ვაკეში მდებარე „ვენდის“ ამერიკულ რესტორანში ორგანიზაცია „გენი ქართულის“ ბენეფიციარ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს, შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ „ვენდის“ სამზარეულო, სადაც გაეცნენ, თუ როგორი მაღალი სტანდარტებით ხდება „ვენდის“ უგემრიელესი მენიუს მომზადება.

ბავშვების გართობაზე „ვენდის“ გოგონები ზრუნავდნენ. სახეზე მოხატვით, ხელის გულებზე ფერადი საღებავებით ანაბეჭდების დადებით, ცარცით ეზოს მოხატვით და საკვირაო სკოლა „რებუსთან“ ერთად გასართობ-შემეცნებითი აქტივობებით, მათ „ვენდიში“ დაუვიწყარი დრო გაატარეს.

ორგანიზაცია „გენი ქართული“ საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახების რიცხვის მატებასა და საზოგადოებრივი აზრის ამ კუთხით ფორმირებას ემსახურება. ორგანიზაციის პიარ-მენეჯერის, ნათია ანთიას თქმით, კვირეულის ფარგლებში „ვენდისთან“ ერთად სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.

„ჩვენმა ორგანიზაციამ „გენი ქართული“, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, კვირეული დაიწყო. მთელი კვირის განმავლობაში, ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს დაგეგმილი. ეს კვირეული დღეს „ვენდიში“ დავიწყეთ. „ვენდის“ 50 მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებთან ერთად ვესტუმრეთ. ბავშვები ენერგიის, პოზიტივისა და სიცოცხლის მატარებლები არიან. ჩვენ გვინდა უფრო მეტად გავუხალისოთ ეს კვირა, განსაკუთრებით კი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს. მათ კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ წახალისება. ძალიან დიდ მადლობას ვუხდით „ვენდის“ მათი მხარდაჭერისთვის და თბილი მიღებისთვის“, - განაცხადა ნათია ანთიამ.

როგორც „ვენდის“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, სოფო ჩოგოლაძემ აღნიშნა, ბავშვთა დაცვის დღის კვირეულის ფარგლებში, „ვენდი“ განსაკუთრებულ ღონისძიებებს გეგმავს.

„1 ივნისის კვირეულის ფარგლებში, „ვენდი“ განსაკუთრებულ ღონისძიებებს გეგმავს. ჩვენი პირველი ღონისძიება დღეს ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც „გენი ქართულის“ ბენეფიციარ ბავშვებს ვუმასპინძლეთ. კვირეულის ფარგლებში, მათ უამრავ სახალისო აქტივობებს ვპირდებით. მაგალითად, ინფო-ტურები „ვენდიში“, „რებუსის“ განმანათლებელი და სახალისო აქტივობები და მრავალი სხვა“, - განაცხადა სოფო ჩოგოვაძემ.

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, „ვისოლ ჯგუფი“ შემდეგ ღონისძიებებს გეგმავს:

30 მაისს USAID/G-Pried საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი და „ვისოლ ჯგუფი“ ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც „ვისოლ ჯგუფის“ წარმომადგენლები მოხალისეებად ჩაერთვებიან დაწყებითი კლასების ბავშვებში ბიზნესის უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამაში;
1 ივნისს „ვისოლ ჯგუფის“ ყველა შვილობილი კომპანიის ობიექტზე მისულ ბავშვებს განსაკუთრებული გარემო ელით;
4 ივნისს „სმარტის“ სუპერმარკეტისა და „დანკინ დონატსის“ წყნეთის ობიექტზე ზაფხულის სეზონის გახსნა იგეგმება, სადაც ბავშვებს და მშვობლებს უამრავი გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება ელით.
10 ივნისს“ ვისოლ ჯგუფი“ გამართავს საქველმოქმედო აქციას „რაიდმედის“ დასახმარებლად. „რაიდმედი“ გახლავთ ცენტრი, სადაც „რაიდთერაპიას“ გადიან ცერებრალური დამბლის, აუტიზმის, დაუნის სინდრომის, სქოლიოზის და სხვა თანდაყოლილი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვები. ბავშვთა რეაბილიტაცია ცხენებზე ჯირითის დახმარებით ხდება.

 

ფოტო რეპორტაჟი




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics