00:04 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-28 17:40:08, 718 ნახვა

საზოგადოება
ოკუპირებული აფხაზეთი არაღიარებული ქვეყნების ფეხბურთის ჩემპიონატს უმასპინძლებს

ოკუპირებული აფხაზეთი ხვალ, არაღიარებული ქვეყნების ფეხბურთის ჩემპიონატის პირველ თამაშს უმასპინძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკ-აფხაზია“ იუწყება.

მედია საშუალების იფნრომაციით, ფიფა-ს წარმომადგენლები სოხუმში, 30 მაისს ჩავლენ და დე-ფაქტო სახელმწიფოების ჩემპიონატის მიმდინარეობას დააკვირდებიან.

როგორც ფეხბურთის დამოუკიდებელი ასოციაციების კონფედერაციის (ConIFA) ვიცე- პრეზიდენტმა, დიმიტრი ფაღავამ განაცხადა, ჩემპიონატის მიმდინარეობას 16 მსაჯი გააკონტროლებს. თამაშებს კი, მსოფლიოს მასშტაბით 120 ჟურნალისტი გააშუქებს.

„ფიფა-ს წარმომადგენობა გააკონტროლებს თამაშების მიმდინარეობას და ჩვენი ფეხბურთელების თამაშს დააკვირდება“, - განაცხადა ფაღავამ.

ConIFA-ს ინფორმაციით, ფეხბურთის ჩემპიონატში, 12 არაღიარებული სახელმწიფოს საფეხბურთო გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის არაღიარებული აფხაზეთის, ქურთისტანის, ჩრდილოეთ კვიპროსის, პენჯაბის, ჩაგოს კუნძულის, პადანიას, რეციას, ლაპლანდიას, სომალილენდის, სეკეის, კორეელების ერთობა იაპონიაში, დასავლეთ სომხეთის გუნდები. ConIFA სამომავლოდ მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდას აპირებს.

ConIFA-ს პრეზიდენტის, პერ ანდერს ბლინდის განცხადებით, ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორგანიზაციის წევრები გააფრთხილა ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ ტურნირში მონაწილეობისგან თავი შეეკავებინათ.

სოხუმში „დინამოს“ სტადიონზე დე-ფაქტო სახელმწიფოების ფეხბურთის ჩემპიონატის გახსნის ცერემონია დღეს გაიმართება, 29 მაისს პირველი თამაში ჩატარდება, ფინალური თამაში კი, 5 ივნისს არის დაგეგმილი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics