14:17 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-28 21:54:55, 647 ნახვა

რეგიონი
დუშეთში ძლიერმა სეტყვამ სოფლის აბსოლუტურად ყველა ოჯახი დააზარალა

დუშეთში ძლიერმა სეტყვამ სოფლის აბსოლუტურად ყველა ოჯახი დააზარალა, ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

რამდენიმე საათის წინ დუშეთის რაიონის სოფელი ებნისი ძლიერი სეტყვის ქვეშ აღმოჩნდა. ნალექი იმდენად ძლიერი იყო, რომ სოფლის აბსოლუტურად ყველა ოჯახი დაზარალდა.

ასევე განადგურებულია ადგილობრივი მოსახლეობის სახლების სახურავებიც.

ცოტა ხნის წინ სტიქიის ზონაში იმყოფებოდა დუშეთის მუნიციპალიტეტის წარმომდგენელი.

ზურაბ ჯარიაშვილი განმარტავს, რომ ადგილობრივ გამგეობაში სტიქიის შესახებ ინფორმირებულები არიან და ხვალიდან შეიკრიბება სპეციალური კომისია, რომელიც სოფლის მცხოვრებლების ზარალზე იმუშავებს.

„ზარალი ნამდვილად დიდია და ხალხი საჭიროებს დახმარებას. რაც უფრო ადრე მოხდება ეს დახმარება, უკეთესია. სახელმწიფო დაეხმარება მოსახლეობას, რის საშუალებაც და შესაძლებლობაც იქნება,“ - განაცხადა ზურაბ ჯარიაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
#1 ავტოდაზღვევა 2018 წლიდან - „თიბისი დაზღვევა“
მდინარაძე - ვისაც არ უნდა, მხარი დაუჭიროს ეროვნულ პოლიტიკას, ერთი ადამიანიც ნუ მოვა აქციაზე
ფაშინიანი - სომხეთი მთიანი ყარაბაღისთვის ომს არ აპირებს
აუსტრევიჩუსი - კანონი ევროკავშირის ღირებულებებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს ეწინააღმდეგება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics