11:23 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-28 22:18:34, 523 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია: ჩვენ გვინდა პოლიტიკური სტაბილურობა და არა რევოლუციური სცენარები ქვეყანაში

"ჩვენ გვინდა პოლიტიკური სტაბილურობა და არა რევოლუციური სცენარები ქვეყანაში" - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დეპუტატმა ეკა ბესელიამ "კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ბესელია ოპოზიციის განცხადებებს, [საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი დაჩქარებული წესით იქნა მიღებული], არ იზიარებს და განმარტავს, რომ "კანონმდებლები კანონზე ორი თვის განმავლობაში მუშაობდნენ, მაგრამ მოახლოებული არჩევნებიდან გამომდინარე, უფრო დიდი დრო განხილვას ვერ დაეთმობოდა".

ბესელია აცხადებს, რომ გარკვეულ შენიშვნებზე მმართველი გუნდი მსჯელობას გეგმავს, მათ შორის მოსამართლეთათვის სამთვიანი შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით. თუმცა, კიდევ ორ საკითხს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების კონსტიტუციური ათწლიან ვადასა და პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების მაღალ ფორუმთან დაკავშირებულ შენიშვნებს, რომელზეც ვენეციის კომისიას აქვს შენიშვნა, ეკა ბესელია არ იზიარებს.

„ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ვართ განწყობილი, განვიხილოთ ყველა ეს საკითხი და ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. კომისიის სხდომა დანიშნულია 10 და 11 ივნისს. ნურავინ შექმნის ამ პროცესისგან რაღაც ტრაგიკულ აპოკალიფსურ სურათს. ჩვენ გვინდა, საკონსტიტუციო სასამართლო იყოს ძლიერი და დამოუკიდებელი და დასრულდეს ის პოლიტიკური გავლენების მცდელობა, რასაც წინა წლებში ჰქონდა ადგილი. ჩვენ გვინდა პოლიტიკური სტაბილურობა და არა რევოლუციური სცენარები ქვეყანაში,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
პროკურატურა - როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დავიწყეთ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics