11:40 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-28 22:29:19, 608 ნახვა

პოლიტიკა
ბურჭულაძე: თუ შევძლებთ, რუსეთი დავარწმუნოთ, რომ ჩვენ მათი მტრები არ ვართ, ჩვენ მივაღწევთ ჩვენს საწადელს

"თუ შევძლებთ, რუსეთი დავარწმუნოთ, რომ ჩვენ მათი მტრები არ ვართ, ჩვენ მივაღწევთ ჩვენს საწადელს"  - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ "კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ბურჭულაძე რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ რაღაც სახით მაინც, მასთან აუცილებლად უნდა აღდგეს. ბურჭულაძე ასევე საუბრობს, რომ ნატო არის გამოსავალი, სადაც საქართველო თავს დაცულად იგრძნობს.

„რადგან საქართველოს მოსახლეობას უნდა, ჩვენ ამ გზას აუცილებლად გავყვებით. თუ ჩვენ შევძლებთ, რომ რუსეთი დავარწმუნოთ, რომ ჩვენ მათი მტრები არ ვართ, ჩვენ მივაღწევთ ჩვენს საწადელს,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძე ასევე შეეხო კარასინი-აბაშიძის ფორმატსაც და აღნიშნა, რომ ამ ფორმატმა გარკვეული შედეგები მოიტანა საქართველოსთვის.

„საჭიროა, კიდევ სხვა გზები მოინახოს მოსალაპარაკებლად. არ არის ეს საკმარისი," - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მან აქვე აღნიშნა, რომ რუსეთთან მიმართებაში საუკუნეების განმავლობაში არასწორი პოლიტიკა არსებობს.

„ზედმეტი ნდობა გვაქვს რუსეთის მიმართ და ეს ზედმეტი ნდობა ძალიან ცუდად აისახა ჩვენს ისტორიაზე,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან „თიბისი კონცეპტში“
სუს-ის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს
ოთარ შამუგიამ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში, მოცვის დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა
ლიეტუვის საელჩო - კანონპროექტი EU-ის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება და მის ღირებულებებთან შეუთავსებელია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics