23:08 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 10:00:23, 586 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად სლოვაკეთის პრეზიდენტს მასპინძლობს

საქართველოს პრეზიდენტი დამოუკიდებელი  საქართველოს ისტორიაში პირველად სლოვაკეთის პრეზიდენტს მასპინძლობს.

სლოვაკეთის პრეზიდენტ ანდრეი  კისკას დახვედრის  ოფიციალური ცერემონია  პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

ცერემონიაზე სლოვაკეთისა და საქართველოს  სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა, რის შემდეგაც  პრეზიდენტებმა  საქართველოს სახელმწიფო დროშას პატივი მიაგეს და  წითელ ხალიჩასთან  განლაგებულ საპატიო  ყარაულის მწკრივს ჩაუარეს.  სახელმწიფო ჰიმნები  საქართველოს შეიარაღებული ძალების  ორკესტრმა შეასრულა.

 დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, მხარეებმა  ერთამენთს სლოვაკეთისა და  საქართველოს დელეგაციები და დიპლომატიური კორპუსის წევრები წარუდგინეს.

 საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან ერთად,  დახვედრის ოფიციალურ ცერემონიას  საქართველოს მთავრობის წევრები და პრეზიდენტის  ადმინისტრაციის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ-ეკონომიკური განვითარების მინისტრი  დიმიტრი ქუმსიშვილი,  უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი,  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი,  გენერალური შტაბის უფროსი,  გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, პრეზიდენტის მრჩეველი  საგარეო ურთიერთობათა საკითხებში  თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი სლოვაკეთში რევაზ გაჩეჩილაძე, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი  ფიქრია ჩიხრაძე, ეკონომიკური მრჩეველი  მაია მელიქიძე, პრეზიდენტის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში თინათინ მჟავანაძე.

ამწუთებში პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში ხვდებიან, რის შემდეგაც მედიისთვის განცხადებები გაკეთდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის
ბორელი - მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics